შინაარსზე გადასვლა

გიორგი ვაჩნაძე (ჟურნალისტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე''' (დ. 4 ნოემბერი, 1943, პარიზი) — რუსეთში მოღვაწე ისტორიკოსი, ჟურნალისტი და დიპლომატი, წარმომავლობით ქართველი. დაიბადა ქართველი ემი...
(განსხვავება არ არის)

19:49, 23 სექტემბერი 2024-ის ვერსია

გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე (დ. 4 ნოემბერი, 1943, პარიზი) — რუსეთში მოღვაწე ისტორიკოსი, ჟურნალისტი და დიპლომატი, წარმომავლობით ქართველი.

დაიბადა ქართველი ემიგრანტის ოჯახში, რომელიც 1947 წელს დაბრუნდა თბილისში. 1950-1956 წელს ოჯახთან ერთად გადასახლებული იყო ყაზახეთში. დაამთავრა თბილისის უცხო ენების სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1964-1970 წლებში ჟურნალისტად მუშაობდა სააგენტო „ტასსა“ და „ნოვოსტიში“, 1967-1970 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოცენტი, 1970-1995 წლებში — სსრკ (შემდეგ რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1995-1998 წლებში — მექსიკაში რუსეთის საელჩოს I მდივანი, 1998-2003 წლებში — რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მასობრივი მედიის საშუალებების კათედრის პროფესორი.

1998 წლიდან ვაჩნაძე არის პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის არქივის, ინტერნეტ-პორტალ „პოლპრედის“ (polpred.com) მთავარი რედაქტორი.

რესურსები ინტერნეტში