გუსტავა აიგნერი
გუსტავა აიგნერი | |
---|---|
გერმ. Gustava Aigner | |
დაბ. თარიღი | 29 აპრილი, 1906[1] |
დაბ. ადგილი | ზალცბურგი[1] |
გარდ. თარიღი | 22 მარტი, 1987[1] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-ფაიტ-ან-დერ-გლანი[1] |
მოქალაქეობა | ავსტრია |
საქმიანობა | პალეონტოლოგი და გეოლოგი |
ალმა-მატერი | გრაცის უნივერსიტეტი |
გუსტავა აიგნერი, აგრეთვე ცნობილი როგორც გუსტავა კელერი (გერმ. Gustava Aigner; Gustava Kahler; დ. 29 აპრილი, 1906 — გ. 22 მარტი, 1987) — ავსტრიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი სამუშაოთი, ფრანც ჰერიჩთან და მეუღლესთან — ფრანც კელერთან ერთად. აიგნერის მიერ გრაპტოლითების აღმოჩენის საპატივცემოდ, მისმა ყოფილმა თანაკურსელმა — იდა პელცმანმა, ორ სახეობას მისი სახელი უწოდა[2].
ბიოგრაფია
გუსტავა აიგნერი დაიბადა 1906 წლის 29 აპრილს, ზალცბურგში. მისი მშობლები დოქტორი, ადვოკატი გუსტავ აიგნერი და მარია მელბლერი იყვნენ[2]. საშუალო განათლება, მან Mädchen-Reform-Realgymnasium-ის გოგონათა გიმნაზიაში მიიღო, ხოლო შემდგომ, გრაცის უნივერსიტეტში გეოლოგიას, პალეონტოლოგიას, მინერალოგიას და პეტროგრაფიას სწავლობდა. იგი მეორე ქალი იყო, რომელიც ავსტრიის უნივერსიტეტში გეოლოგიას სწავლობდა[2]. 1929 წლის ივლისში, 23 წლის ასაკში, აიგნერმა დოქტორის ხარისხი მიიღო, დისერტაციით — „Die Productiden des Karbons von Nötsch im Gailtal“[2]. მისი დისერტაცია პირველი იყო, რომელიც ასახავდა მინერალოგიიდან და კრისტალოგრაფიიდან სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიაზე გადამისამართებას[2].
შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, გუსტავა აიგნერი ზალცბურგში, გოგონათა გიმნაზიაში ასწავლიდა. თავდაპირველად, იგი ბოტანიკის შესწავლას გეგმავდა. მის გეოლოგიაში დაინტერესებას, ფრანც ჰერიჩმა შეუწყო ხელი. 1935 წელს, აიგნერი ბანკირ ფრანც კელერზე, ჰერიჩის გეოლოგიის თანაკურსელზე დაქორწინდა, რომელმაც 1931 წელს დოქტორის ხარისხი მოიპოვა. კელერი კლაგენფურტში და ნორვეგიაში გეოლოგად მუშაობდა. 1947 წელს, იგი კარინტიის სახელმწიფო გეოლოგად დაინიშნა. გუსტავა აიგნერი, ჰერიჩთან და მეუღლესთან ერთად, მრავალი ნაშრომის თანაავტორია. აიგნერი, მათ ფუზულინების სისტემატურ შესწავლაში ეხმარებოდა. მათი კვლევები მოიცავდა გვიან პალეოზურ სტრატიგრაფიას კარნის ალპებში[3]. 1937 წელს, აიგნერმა და კელერმა, სახეობა Pseudoschwagerina ხუთ ქვეჯგუფში გაანაწილეს[4]. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მათ თავიდან დაიწყეს კარიერა და მსოფლიოს მასშტაბით დაამყარეს კავშირები.
1979 წელს, გრაცის უნივერსიტეტმა საზეიმოდ განაახლა მისი დოქტორის ხარისხი და აკადემიის ასოციაციამ, იგი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 1980 წლის ივნისში, Verband der Akademikerinnen-მა (სწავლულ ქალთა ასოციაცია) მას დამსახურებული მოღვაწის სტატუსი მიანიჭა. გრაპტოლითების პირველად აღმოჩენისთვის, რომელიც გუსტავა აიგნერმა განახორციელა, მისმა ყოფილმა თანაკურსელმა, იდა პელცმანმა ორ სახეობას მისი სახელი უწოდა.
გუსტავა კელერ-აიგნერს სამი ქალიშვილი ჰყავდა. პირველი მათგანი 1937 წელს დაიბადა. აიგნერმა გადაიტანა სამი სერიოზული ოპერაცია და გარდაიცვალა 1987 წლის 22 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[2].
რჩეული გამოცემები
- (1929) With Franz Heritsch. "Cephalopoden aus dem Unterkarbon von Nötsch im Gailtal". Mitteilungen der Naturwissenschaftlicher Verein für Steiermark, pp. 43–50 (გერმანული)
- (1930) "Silurische Versteinerungen aus der Grauwackenzone bei Fieberbrunn", Verhandlungen der Geologischen Bundes-Anstalt, pp. 222–24 (გერმანული)
- (1931) With Franz Heritsch. "Das Genus Isogramma im Carbon der Südalpen". Österreichische Akademie der Wissenschaften. Mathematisch-Naturwissenschaftliche Klasse, Denkschriften 102 pp. 303–16 (გერმანული)
- (1937) With Franz Heritsch. "Beitrage zur Kenntnis der Fusuliniden der Ostalpen": Die Pseudoschwagerinen der Grenzlandbanke und des oberen Schwagerinenkalkes. Paleontographica 87(1-2): 1-44. pls. 1-3.[5] (გერმანული)
- (1937) With Franz Heritsch. "Uber das Wirken der Klagenfurter Münze als Montanbank des Kärntner Edelmetallbergbaus" im 16. Jahrhundert. In: ZBHSW, Bd. 85, S. 334-337.[6] (გერმანული)
ლიტერატურა
- Zapfe H., Catalogus fossilium Austriae Heft 15, Wien: Verlag der Österreichischen Akademie der Wissenschaften, 1971.
- Flügel H. W., Gustava Kahler-Aigner (1906–1987) // Carinthia II.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #131715895 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Flügel, Helmut W.. Gustava Kahler-Aigner (1906–1987) (PDF). Naturwissenschaftlicher Verein für Kärnten, Oberösterreichisches Landesmuseum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 21 June 2013. შეცდომა ციტირებაში Invalid
<ref>
tag; name "LM" defined multiple times with different content; $2 - ↑ Jongmans, W. J.. Compte Rendu. Deuxième Congrès pour l'avancement des études de stratigraphie Carbonifère. Heerlen, Septembre 1935. Tome 1. Alexander Doweld, გვ. 483. ციტირების თარიღი: 23 June 2013.
- ↑ (1939) Japanese Journal of Geology and Geography. Science Council of Japan, გვ. 72. ციტირების თარიღი: 23 June 2013.
- ↑ Kauffman, Erle Galen (1977). Concepts and methods of biostratigraphy. Dowden, Hutchinson & Ross, გვ. 596. ISBN 978-0-87933-246-4.
- ↑ Henschke, Ekkehard (1975). Landesherrschaft und Bergbauwirtschaft.: Zur Wirtschafts- und Verwaltungsgeschichte des Oberharzer Bergbaugebietes im 16. und 17. Jahrhundert.. Duncker & Humblot, გვ. 159–. ISBN 978-3-428-43124-3.