შინაარსზე გადასვლა

დეოდორუ და ფონსეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
დეოდორუ და ფონსეკა
დეოდორუ და ფონსეკა
ბრაზილიის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 1889 – 23 ნოემბერი, 1891
წინამორბედიპედრუ II (იმპერატორი)
მემკვიდრეფლორიანუ პეიშოტუ

დაბადებული5 აგვისტო, 1827
მარეშალ-დეოდორუ, ალაგოასი
გარდაცვლილი23 აგვისტო, 1892
ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო

დეოდორუ და ფონსეკა (პორტ. Manuel Deodoro da Fonseca; დ. 5 აგვისტო, 1827, მარეშალ-დეოდორუ, ალაგოასი — გ. 23 აგვისტო, 1892, ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო ) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია

დაიბადა სამხედროების ოჯახში და ახალგაზრდობაში დაიწყო სამხედრო კარიერა. 1864–1870 წლებში მონაწილეობდა პარაგვაის ომში, რისთვისაც მან დამსახურებისათვის მიიღო რანგის კაპიტნის წოდება. 1884 წელს ის დააწინაურეს და გახდა საველე მარშალი, ხოლო შემდეგ სრული მარშალი.

1889 წელს მოექცა სამხედრო გადატრიალების სათავეში, დაამხო მონარქია და გახდა დროებითი მთავრობის მეთაური. მოიწვია საკონსტიტუციო კონგრესი და შეიმუშავა ბრაზილიის კონსტიტუცია. თუმცა მალევე ფონსეკა კონფლიქტში შევიდა რესპუბლიკელების სამოქალაქო ლიდერებთან. ამიტომ 1891 წლის თებერვაში მისი პრეზიდენტად არჩევა მოხდა კონგრესზე სამხედრო ზეწოლის შედეგად.

მისი მთავრობა შედგებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისაგან და მუდმივ კონფლიქტში იყო კონგრესთან. პრეზიდენტის დეკრეტმა, რომელიც ითვალისწინებდა ტორესის პორტის კერძო კომპანიის ხელში გადასვლას, გამოიწვია რესპუბლიკელების უკმაყოფილება სამხრეთის შტატებში[1], რის გამოც პრეზიდენტმა 3 ნოემბერს დაითხოვა კონგრესი და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. თუმცა კონგრესი არ დაიშალა და ფლოტის დახმარებით წინააღმდეგობა გამოუცხადა პრეზიდენტს. რის შემდეგაც ფინსეკა იძულებული გახდა დაეტოვებინა თანამდებობა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ფლორიანუ პეიშოტუს გადააბარა.

გარდაიცვალა ერთი წლის შემდეგ. მის მშობლიურ ქალაქს პატივისცემის ნიშნად მისი სახელი ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

წინამორბედი:
–––
ბრაზილიის პრეზიდენტი

18891891
შემდეგი:
ფლორიანუ პეიშოტუ