შინაარსზე გადასვლა

კუშტრიმ მუშიცა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუშტრიმ მუშიცა
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
1 მაისი, 1985 (1985-05-01) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
პრიშტინა, იუგოსლავია
სიმაღლე 190სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბილის ბალაში
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
1991-1998 რამიზ სადიკუ
2000-2002 პრიშტინა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002-2008 პრიშტინა ? (?)
2008-2010 ველაზნიმი ? (?)
2010-2011 რენოვა 18 (0)
2010-2011 ველაზნიმი ? (?)
2011-2015 პრიშტინა 47+ (0)
2015- ბიულისი 13 (0)
ეროვნული ნაკრები
2014 კოსოვო 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კუშტრიმ მუშიცა (ალბ. Kushtrim Mushica; დ. 1 მაისი, 1985, პრიშტინა, იუგოსლავია) — კოსოვოელი ფეხბურთელი, ამჟამად თამაშობს კლუბ „ბიულისში“.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშიცა დაიბადა იუგოსლავიაში, ქალაქ პრიშტინაში. დღეს ეს ტერიტორია სერბეთის/კოსოვოს ნაწილია.[1] მან ფეხბურთის თამაში 1991 წელს, 6 წლის ასაკში დაიწყო, მშობლიური ქალაქის გუნდ „რამიზ სადიკუში“. კოსოვოს ომის დაწყების შემდეგ მისი ოჯახი თურქეთში გადასახლდა. როდესაც იგი 14 წლის იყო, მისი მამა და ძმა დაბრუნდნენ პრიშტინაში და რამდენიმე თვეში მასაც მისცეს ამის უფლება. ომის დასრულებისთანავე იგი გახდა „პრიშტინას“ ფეხბურთელი. 2002 წელს 17 წლის ასაკში, იგი მიწვეული იქნა ძირითად გუნდში.[2]

2015 წლის 21 აგვისტოს იგი გახდა ალბანეთის სუპერლიგის კლუბ „ბიულისის“ წევრი თავისუფალი აგენტის სტატუსით.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კოსოვოს ომის შემდეგ სერბეთის ავტონომიური ერთეული კოსოვო და მეტოხია დე ფაქტოდ თვითგამოცხადებული სახელმწიფოა, რომელსაც გაერო და რამდენიმე სახელმწიფო აღიარებს, საქართველო — არა.
  2. Ralf Martin Keinath (1 August 2014). „Nationaltorwart Kushtrim Mushica: Eine große Nummer“. Report Erreisen (German). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 10 September 2015.
  3. „Zyrtare: Mushica firmos me Bylisin“. Gazeta Olle (Albanian). 21 August 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 10 September 2015.