ლიბანის დემოგრაფია
ლიბანის დემოგრაფია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიულ სტატისტიკურ სურათს წარმოაჩენს. ქვეყნის დემოგრაფია მოიცავს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე და განაწილება, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური მიკუთვნება და სხვა მახასიათებლები.
ლიბანის მოსახლეობის 95%-მდე მუსლიმები და ქრისტიანები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა სექტას მოიცავენ. 1932 წლის შემდეგ ლიბანში მოსახლეობის რელიგიური მიკუთვნების შესახებ ოფიციალური აღწერა არ ჩატარებულა, რაც აღმსარებლობის ბალანსთან დაკავშირებით ლიბანის მგრძნობიარე პოლიტიკით აიხსნება.[1] შესაბამისად, მოსახლეობის მთავარი რელიგიური ჯგუფების მიახლოებითი წილის შესახებ ზუსტი წყაროები არ მოიპოვება და აღმსარებლობის მიხედვით მონაცემების შესაგროვებლად სხვადასხვა წყარო გამოიყენება.
ყველაზე დიდი კვლევა სტატისტიკის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ (ფრანგ. Administration Centrale de la Statistique) ჩაატარა რობერტ კასპარიანისა და გრეგორი ჰადადის სოციალური მოძრაობის „L'enquête par sondage sur la population active au Liban en 1970“ („გამოკითხვა ლიბანის მოსახლეობის შესახებ 1970 წელს“) ფარგლებში, რომლის დროსაც 130 000 ადამიანი გამოიკითხეს.[2]
მსოფლიო მასშტაბით 4 მილიონზე მეტი[3][4][5] ლიბანელი და ლიბანური წარმოშობის ადამიანია გაფანტული. მათი დიდი ნაწილი ქრისტიანია. 2020 წელს ლიბანის მოსახლეობა 5 469 612 ადამიანს შეადგენდა.[6]
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთნიკური წარმომავლობა ლიბანში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყნის მოსახლეობა ადგილობრივი და არაადგილობრივი კულტურული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, როგორებიცაა, არაბები, სომხები, ქურთები, თურქები და სხვები, ნაზავს წარმოადგენს. არაბეთის ნახევარკუნძულიდან წამოსულმა მუსლიმებმა თანამედროვე ლიბანის ტერიტორია VII საუკუნეში დაიპყრეს და ამ პერიოდიდანვე დაიწყეს აქ დასახლება. მას შემდეგ Lingua franca არაბული ენა გახდა და ლიბანის მოსახლეობის დიდა ნაწილმა (განსაკუთრებით მუსლიმები) არაბებული იდენტობა მიიღო. ეთნიკური იდენტობა წარმოშობაზე მეტად კულტურული თვითიდენთიფიკაციის ასპექტი გახდა. ასევე, ეთნიკური მიკუთვნების ზოგიერთ ასპექტში გადამწყვეტი რელიგიური მიკუთვნებაა.[7]
რელიგიური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს Wordl Factbook-ის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, რომელიც ლიბანის სირიელ და პალესტინელ ლტოლვილებს არ ითვალისწინებს, მოსახლეობის 67.8%-ს მუსლიმები შეადგენენ (სუნიტები, შიიტები და მცირე რაოდენობით ალავიტები და ისმაილიტები), 32.4%-ს ― ქრისტიანები (უდიდეს ჯგუფს მარონიტები შეადგენენ), 4.5%-ს ― დრუზები, ხოლო დანარჩენ რელიგიურ ჯგუფებს ებრაელები, ბაჰაისტები, ბდუისტები და ინდუსები შეადგენენ.[8]
ლიბანელი მუსლიმები მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენენ. ისინი რამდენიმე სექტად იყოფიან, რომელთა შორის უმრავლესობას სუნიტები, შიიტები, ალავიტები და ისმაილიტები შეადგენენ.
ლიბანური პოლიტიკური დაყოფის მიხედვით, დრუზების თემი და ლიბანის მუსლიმი თემი გაერთიანებული და პარლამენტის 50%-ს აყალიბებენ, მიუხედავად იმისა, რომ დრუზებსა და მუსლიმებს ძალიან განსხვავებული რწმენა აქვთ. დრუზების უმრავლესობა მუსლიმად არ აღიქვამს თავს[9][10][11][12][13] და ისლამის ხუთ ბურჯს არ აღიარებს.[14]
ლიბანელ ქრისტიანებს მიეკუთვნებიან: მარონიტები, ბერძენი კათოლიკეები, ბერძენი მართლმადიდებლები, აღმოსავლური მართლმადიდებლობის მიმდევრები, ასირიელები და პროტესტანდები.
ლიბანელი მარონიტები დიდი ბეირუთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ, მთიანი ლიბანის მუჰაფაზაში, ჩრდილოეთის მუჰაფაზის სამხრეთ ნაწილში და ასევე, ბექაას მუჰაფაზასა და სამხრეთის მუჰაფაზაში.[15]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს Wordl Factbook-ის მონაცემებს ეყრდნობა, თუკი სხვა წყარო არ არის მითითებული.
2018 წლისთვის ლიბანის მოსახლეობა 6 100 075 ადამიანს შეადგენს. მათგან ლიბანელიი 4 680 212 ადამიანია, 944 613 ადამიანი ― სირიელი ლტოლვილია (2019), 175 555 ადამიანი ― პალესტინელი ლტოლვილი (2018), ხოლო 5 695 ადამიანი 16.04% ერაყელი ლტოლვილი.
მოსახლეობის ასაკობრივი განაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 0-14: 23.32% (728 025 კაცი/694 453 ქალი); 12-24: 16.04% (500 592 კაცი/477 784 ქალი); 25–54: 45.27% (1 398 087 კაცი/1 363 386 ქალი); 55–64: 8.34% (241 206 კაცი/267 747 ქალი); 65+: 7.03% (185 780 კაცი/243 015 ქალი) (2018).
2018 წლის მონაცემებით, ლიბანის მოსახლეობის მედიანური ასაკი 31.3 წელია: 30.7 წელი ― კაცებისთვის და 31.9 წელი ― ქალებისთვის.
2005 წელს მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.04%-ს უდრიდა, 2011 წელს ― 0.96%-ს, ხოლო 2018 წელს -3.13%-მდე დაეცა. 2018 წლის მონაცემებით ყოველ 1000 ადამიანზე -40.3 მიგრანტი მოდის.
მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 77.9 წელია: 76.6 წელი ― კაცებისთვის, 79.3 წელი ― ქალებისთვის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population (Lebanon). Federal Research Division of the Library of Congress. ციტირების თარიღი: 30 December 2019
- ↑ Grégoire Haddad et la démographie libanaise (31 December 2015). ციტირების თარიღი: 2016-04-12
- ↑ (3 October 2019) International Migration and the Lebanese Diaspora, Co-éditions. Presses de l’Ifpo, გვ. 42–43. ISBN 9782351595497.
- ↑ Methods of Finding Population Statistics of Lebanese Migration Throughout the World (2015).
- ↑ Annuario Pontificio- The Eastern Catholic Churches 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-24.
- ↑ Lebanese Living in UAE Fear Deportation დაარქივებული 2014-10-16 საიტზე Wayback Machine. Al-Monitor, accessed December 2, 2013
- ↑ Sectarian and Clan Consciousness – Lebanon. U.S. Library of Congress. Country Studies. ციტირების თარიღი: 2009-01-08
- ↑ Lebanon — The World Factbook. Central Intelligence Agency, United States. ციტირების თარიღი: 10 January 2021
- ↑ Pintak, Lawrence (2019). America & Islam: Soundbites, Suicide Bombs and the Road to Donald Trump. Bloomsbury Publishing, გვ. 86. ISBN 9781788315593.
- ↑ Jonas, Margaret (2011). The Templar Spirit: The Esoteric Inspiration, Rituals and Beliefs of the Knights Templar. Temple Lodge Publishing, გვ. 83. ISBN 9781906999254. „[Druze] often they are not regarded as being Muslim at all, nor do all the Druze consider themselves as Muslim“
- ↑ Are the Druze People Arabs or Muslims? Deciphering Who They Are en. Arab America (8 August 2018). ციტირების თარიღი: 13 April 2020
- ↑ J. Stewart, Dona (2008). The Middle East Today: Political, Geographical and Cultural Perspectives. Routledge, გვ. 33. ISBN 9781135980795. „Most Druze do not consider themselves Muslim. Historically they faced much persecution and keep their religious beliefs secrets.“
- ↑ Yazbeck Haddad, Yvonne (2014). The Oxford Handbook of American Islam. Oxford University Press, გვ. 142. ISBN 9780199862634. „While they appear parallel to those of normative Islam, in the Druze religion they are different in meaning and interpretation. The religion is considered distinct from the Ismaili as well as from other Muslims belief and practice... Most Druze consider themselves fully assimilated in American society and do not necessarily identify as Muslims..“
- ↑ De McLaurin, Ronald (1979). The Political Role of Minority Groups in the Middle East. Michigan University Press, გვ. 114. ISBN 9780030525964. „Theologically, one would have to conclude that the Druze are not Muslims. They do not accept the five pillars of Islam. In place of these principles the Druze have instituted the seven precepts noted above..“
- ↑ Lebanon Maronites Overview World Directory of Minorities. June 2008. Retrieved 28 December 2013.