ჰობოი
ჰობოი (გერმ. Hoboe<ფრანგ. hautbois, სიტყვასიტყვით — „მაღალი ხე“) — ხის სასულე ენაკიანი მუსიკალური საკრავი. შეიქმნა საფრანგეთში XVII საუკუნის II ნახევარში. თანამედროვე ჰობოი წარმოადგენს ხის სწორ მილს, რომელიც შედგება ზედა და შუა მუხლებისა და სარქველისაგან. აქვს 25 ხვრელი, აქედან 24 დახშულია საქველებით. არსებობს ორგვარი სისტემის ჰობოი: გერმანული და ფრანგული. განსაკუთრებით გავრცელებულია ფრანგული. ჰობოის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიმფონიურ და საოპერო ორკესტრებში. იგი სოლო და საანსამბლო საკრავიცაა. ჰობოის ნაირსახეობებია ტენორის ჰობოი, ალტის ჰობოი ანუ ჰობოი დ'ამური და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 677.
ჰობოი ვიქსიკონში | |
ჰობოი ვიკისაწყობში |