იტალიის დემოგრაფია
იტალიის დემოგრაფია | |
---|---|
რომი, დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი იტალიაში | |
მოსახლეობა | 61,016,804 (2011) |
მამაკაცები | 29,452,611 |
ქალები | 31,564,193 |
მოსახლეობის ზრდა | 0.42% |
შობადობა | 9.18/1,000 |
სიკვდილიანობა | 9.84/1,000 |
ახალშობილთა სიკვდილიანობა |
3.38/1,000 |
სიცოცხლის ხანგრძლივობა |
81.77 წელი |
ეროვნება | იტალიელები |
წყარო | INEC |
იტალიის დემოგრაფია — იტალიის მოსახლეობისა და მათი მდგომარეობის მომოხილვა. დემოგრაფიული საკითხები მოიცავს: საბაზო განათლებას, ჯანმრთელობას და მოსახლეობის რაოდენობირივ სტატისტიკას მათი რასობრივი და რელიგიური მიკუთვნების გათვალისწიბებით.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აპრილის მონაცემებით იტალიის მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 60,681,514 კაცს. მოსახლეობის რაოდენობით იტალია ევროპაში მეოთხე ქვეყანაა, ხოლო მსოფლიოში 23-ე. იტალია მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა 1 კვ. კმ-ზე ცხოვრობს 200 კაცი. ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული ლომბარდიის და კამპანიის რეგიონები, ხოლო ყველაზე მეჩხრად დასახლებულია იტალიის მთიანი რაიონები. მოსახლეობის 70% ცხოვრობს ქალაქებში.
ქალაქები და აგლომერაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | ქალაქი | მხარე | მოსახლეობა | № | ქალაქი | მხარე | მოსახლეობა | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | რომი | ლაციო | 2,761,477 | 11 | ვენეცია | ვენეტო | 270,884 | |
2 | მილანი | ლომბარდია | 1,324,110 | 12 | ვერონა | ვენეტო | 263,964 | |
3 | ნეაპოლი | კამპანია | 963,357 | 13 | მესინა | სიცილია | 242,503 | |
4 | ტურინი | პიემონტი | 907,563 | 14 | პადუა | ვენეტო | 214,198 | |
5 | პალერმო | სიცილია | 655,875 | 15 | ტრიესტი | ფრიული-ვენეცია-ჯულია | 205,535 | |
6 | გენუა | ლიგურია | 607,906 | 16 | ბრეშა | ლომბარდია | 193,879 | |
7 | ბოლონია | ემილია-რომანია | 380,181 | 17 | ტარანტო | აპულია | 191,810 | |
8 | ფლორენცია | ტოსკანა | 371,282 | 18 | პრატო | ტოსკანა | 188,011 | |
9 | ბარი | აპულია | 320,475 | 19 | პარმა | ემილია-რომანია | 186,690 | |
10 | კატანია | სიცილია | 293,458 | 20 | რეჯო-დი-კალაბრია | კალაბრია | 186,547 |
OECD-ის მონაცემების თანახმად, უმსხვილესი აგლომერაციები არის:
მოსახლეობის მოძრაობის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი სტატისტიკური მონაცემები აღებულია გაეროს, და ISTAT-ის ცნობარიდან.
მოსახლეობის საშ. რაოდენობა (x 1000) | შობადობა | სიკვდილიანობა | ბუნებრივი მატება | შობადობის საერთო კოეფიციენტი (x 1000) | სიკვდილიანობის საერთო კოეფიციენტი (x 1000) | ბუნებრივი მატების საერთო კოეფიციენტი (x 1000) | |
---|---|---|---|---|---|---|---|
1900 | 32 377 | 1 067 376 | 768 917 | 298 459 | 33.0 | 23.7 | 9.2 |
1905 | 33 489 | 1 084 518 | 730 340 | 354 178 | 32.4 | 21.8 | 10.6 |
1910 | 34 751 | 1 144 410 | 682 459 | 461 951 | 32.9 | 19.6 | 13.3 |
1915 | 36 271 | 1 109 183 | 809 703 | 299 480 | 30.6 | 22.3 | 8.3 |
1920 | 35 960 | 1 158 041 | 681 749 | 476 292 | 32.2 | 19.0 | 13.2 |
1925 | 39 265 | 1 108 565 | 669 695 | 438 870 | 28.2 | 17.1 | 11.2 |
1930 | 40 956 | 1 092 678 | 576 751 | 515 927 | 26.7 | 14.1 | 12.6 |
1935 | 42 631 | 996 708 | 594 722 | 401 986 | 23.4 | 14.0 | 9.4 |
1940 | 44 467 | 1 046 479 | 606 907 | 439 572 | 23.5 | 13.6 | 9.9 |
1945 | 44 946 | 817 812 | 615 092 | 202 720 | 18.2 | 13.7 | 4.5 |
1950 | 47 104 | 911 805 | 455 169 | 456 636 | 19.4 | 9.7 | 9.7 |
1955 | 48 633 | 869 333 | 446 689 | 422 644 | 17.9 | 9.2 | 8.7 |
1960 | 50 198 | 910 192 | 480 932 | 429 260 | 18.1 | 9.6 | 8.6 |
1965 | 51 987 | 990 458 | 518 008 | 472 450 | 19.1 | 10.0 | 9.1 |
1970 | 53 661 | 901 472 | 521 096 | 380 376 | 16.8 | 9.7 | 7.1 |
1975 | 55 441 | 827 852 | 554 346 | 273 506 | 14.9 | 10.0 | 4.9 |
1980 | 56 434 | 640 401 | 554 510 | 85 891 | 11.3 | 9.8 | 1.5 |
1985 | 56 593 | 577 345 | 547 436 | 29 909 | 10.2 | 9.7 | 0.5 |
1990 | 56 719 | 563 019 | 543 708 | 19 311 | 9.9 | 9.5 | 0.5 |
1995 | 56 844 | 526 064 | 555 203 | -29 139 | 9.3 | 9.8 | -0.5 |
2000 | 56 942 | 543 039 | 560 241 | -17 202 | 9.5 | 9.8 | -0.3 |
2001 | 56 977 | 535 264 | 548 227 | -12 963 | 9.4 | 9.6 | -0.2 |
2002 | 57 158 | 538 198 | 557 393 | -19 195 | 9.4 | 9.8 | -0.3 |
2003 | 57 605 | 544 063 | 588 897 | -44 834 | 9.4 | 10.2 | -0.8 |
2004 | 58 175 | 562 599 | 545 050 | 17 549 | 9.7 | 9.4 | 0.3 |
2005 | 58 607 | 554 022 | 568 328 | -14 306 | 9.5 | 9.7 | -0.2 |
2006 | 58 942 | 560 010 | 560 875 | - 865 | 9.5 | 9.5 | -0.0 |
2007 | 59 375 | 563 933 | 573 026 | -9 093 | 9.5 | 9.7 | -0.2 |
2008 | 59 832 | 576 659 | 585 126 | -8 467 | 9.6 | 9.8 | -0.1 |
2009 | 60 193 | 568 857 | 591 663 | -22 806 | 9.5 | 9.8 | -0.4 |
2010 | 60 626 | 561 944 | 587 488 | -25 544 | - | - | - |
მიგრაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის გაერთიანების შემდეგ 1898 - 1914 წლებს შორის იტალია მასიური ემიგრაციის ქვეყანა გახდა, დაახლოებით წელიწადში 750 ათასი ადამიანი ტოვებდა იტალიას. იტალიური თემები ერთ დროს ყვაოდა ერიტრეაში (დაახლოებით 100 ათასი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში), სომალიში და ლიბიაში (150 ათასი იტალიელი დასახლდა ლიბიაში, რომელიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 18% შეადგენდა).[1] 1970 წელს ლიბიაში მცხოვრების ყველა იტალიელი იქნა ქვეყნიდან გაძევებული.[2] მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ათწლეულების განმავლობაში 350,000 ეთნიკურად იტალიელმა დატოვა იუგოსლავია..[3] დიდი რაოდენობით მთლიანად ან ნაწილობრივ იტალიური წარმოშობის ადამიანები ცხოვრობენ ბრაზილიაში (25 მილ.),[4] არგენტინაში (20 მილიონი),[5] აშშ-ში (17.8 მილიონი),[6] საფრანგეთში (5 მილიონი),[7] ურუგვაიში (1.5 მილიონი),[8] კანადაში (1.4 მილიონი),[9] ვენესუელაში (900,000)[10] და ავსტრალიაში (800,000).[11]
ეთნიკური შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნება | მოსახლეობა | პროცენტი |
---|---|---|
იტალიელები | 56 358 000 | 92.90% |
რუმინელები | 997 000 | 1.98% |
ჩრდილოეთ აფრიკელები | 800 000 | 1.32% |
ალბანელები | 500 000 | 0.83% |
სამხრეთ აფრიკელები | 307 000 | 0.36% |
უკრაინელები | 180 000 | 0.30% |
აზიელები (ჩინელების გამოკლებით) | 500,000 | 0.82% |
ჩინელები | 209 000 | 0.35% |
ლათინო ამერიკელები | 200 000 | 0.33% |
სხვები (ძირითადად, სხვა ევროპული ქვეყნებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან) | 710 000 | 1.17% |
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური ენა იტალიაში არის იტალიური. Ethnologue-ს გამოთვლებით იტალიური ენა მშობლიურია დაახლოებით 55 მილიონი ადამიანსთვის იტალიაში და კიდევ 6.7 მილიონი ადამიანსთვის ქვეყნის გარეთ. ამასთან მსოფლო მასშტაბით 120 მილონიდან 150 მილიონამდე ადამიანი იყენებს იტალიურს, როგორც მეორე ან კულტურულ ენად. ქვეყნის მასშტაბით იტალიურ ენას აქვს უამრავი დიალექტი. თუმცა განათლების ეროვნული სისტემის შექმნის შედეგად ქვეყანაში შემცირდა სახესხვაობა ამ ენებში. სტანდარტიზაცია კიდევ უფრო გაფართოვდა 1950-იან 1960-იან წლებში ეკონომიკური აღმავლობის, მასმედიისა და ტელევიზიის (იტალიურმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RAI-მ დიდი წვლილი შეიტანა იტალიურის სტანდარტიზაციაში.) განვითარების შედეგად.
ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფები იურიდიულად აღიარებულია და რიგი ეროვნული უმცირესობების ენები სარგებლობენ ოფიციალური სტატუსით იტალიურთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ვალე-დ-აოსტაში ფრანგული მეორე ენაა, თუმცა აოსტელები ძირითადად ფრანგულ-პროვანსულ დიალექტზე ლაპარაკობენ. გერმანულიც ამავე სტატუსით სარგებლობს ბოლცანოს და ტრენტინოს პროვინციის ზოგიერთ ნაწილში, სადაც ლადინურ დიალექტზე ლაპარაკობენ. სლოვენური იტალიურთან ერთად ოფიციალური ენაა ფრიული-ვენეცია-ჯულიის რეგიონში: ტრიესტის და გორიციის პროვინციაში
ამ რეგიონებში ოფიციალური დოკუმენტები გაიცემა ორ ენაზე ან მოთხოვნის მიხედვით იტალიურ ან მეორე ოფიციალურ ენაზე. საგზაო ნიშნებიც ასევე მრავალენოვანია. განათლების მიღება შესაძლებელია უმცირესობათა ენებზე, სადაც ასეთი სკოლები ფუნქციონირებს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Eurobarometer-ის, გამოკითხვების შედეგად იტალიის მოსახლეობის 74 % სწამს ღმერთის (2005)[12].
ქრისტიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიაში ქრისტიანულ დენომინაციებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია რომის კათოლიკური ეკლესია, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი. გარდა ამისა უამრავია იეჰოვას მოწმეები.[13])
კათოლიციზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის მონაცემებით[14] იტალიაში რომის კათოლიკური ეკლესიის მრევლის რაოდენობა შეადგენს 57 610 000-დან 55 752 000-მდე ადამიანს (დაახლოებით იტალიის მოსახლეობის 96,77 %), აქედან 33-დან 38 %-მდე აქტიური მრევლია; 10 % მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებაში.
რელიგიები იტალიაში | |
ფლორენციის კათედრალი | |
რელიგია | რაოდენობა |
---|---|
ქრისტიანობა | 91.6% |
არც ერთი | 5.8% |
ისლამი | 2.6% |
ბუდიზმი | 0.3% |
ინდუიზმი | 0.2% |
სიქიზმი | 0.12% |
იუდაიზმი | 0.1% |
დემოგრაფიული მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ მოცემული დემოგრაფიული მონაცემები ეყრდნობა მსოფლიოს ფაქტების წიგნისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევებს.
ასაკობრივი სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 0-14 ასაკი: 13.8% (მამაკაცი 4,315,292/ქალი 4,124,624)
- 15-64 ასაკი: 65.9% (მამაკაცი 19,888,901/ქალი 20,330,495)
- 65-ზევით ასაკი: 20.3% (მამაკაცი 5,248,418/ქალი 7,109,074) (2011)
შობადობის კოეფიციენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]9.18/1,000 (2011)
სიკვდილიანობის მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]9.84/1,000 (2011)
ახალშობილთა სიკვდილიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]3.38/1,000 (2011)
მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]0.42% (2011)
სქესობრივი შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალშობილები: 1.059 მამაკაცი/ქალი
- 15 წლამდე: 1.06 მამაკაცი/ქალი
- 15-64 წლამდე: 1.03 მამაკაცი/ქალი
- 64 და მაღალი წლოვანება: 0.96 მამაკაცი/ქალი
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობ: 81.77 წელი (2011)
- მამაკაცები — 79.16 წელი
- ქალები — 84.53 წელი
ეთნიკური ჯგუფები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიელები 92.5%, ევროპელები (ალბანელები, რუმინელები, უკრაინელები) 4%, ჩრდილოეთ აფრიკელები 1%, სხვა 2.5%
რელიგიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კათოლიკეები 87%, სხვები 13% (2011).
ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალიური ენა (ოფიციალური), გერმანული (ბოლცანო, ტრენტინო), ფრანგული (ვალე-დ-აოსტა), სლოვენური (გორიცია, ტრიესტი).
წიგნიერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განსაზღვრა: 15 წლის ზემოთ წერა-კითხვა იციან
- მოსახლეობის საერთო რაოდენობა: 98.4%
- მამაკაცები: 98.8%
- ქალები: 98% (2011)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იტალიის დემოგრაფია დაარქივებული 2017-06-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Libya - Italian colonization. Britannica Online Encyclopedia.
- ↑ Libya cuts ties to mark Italy era.. BBC News. 27 October 2005.
- ↑ Election Opens Old Wounds In Trieste. The New York Times. 6 June 1987.
- ↑ Consulta Nazionale Emigrazione. Progetto ITENETs – “Gli italiani in Brasile”; pp. 11, 19 . Retrieved 10 September 2008.
- ↑ Unos 20 millones de personas que viven en la Argentina tienen algún grado de descendencia italiana Spanish.
- ↑ U.S Census Bureau - Selected Population Profile in the United States. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-12. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
- ↑ "The Cambridge survey of world migration". Robin Cohen (1995). Cambridge University Press. p.143. ISBN 0-521-44405-5
- ↑ Ethnic origins, 2006 counts, for Uruguay, provinces and territories - 20% sample data.
- ↑ Ethnic origins, 2006 counts, for Canada, provinces and territories - 20% sample data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-23. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
- ↑ Santander Laya-Garrido, Alfonso. Los Italianos forjadores de la nacionalidad y del desarrollo economico en Venezuela. Editorial Vadell. Valencia, 1978
- ↑ შობადობის სტატისტიკა ავსტრალიაში
- ↑ ReportDGResearchSocialValuesEN2.PDF
- ↑ იტალიის რელიგიები: იეღოვას მოწმეები
- ↑ იტალიის რელიგიები. CESNUR მონაცემებით.