უჩალი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
უჩალი რუს. Учалы ბაშკ. Учалы | |||||
ლენინის სახელობის მოედანი უჩლში | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ბაშკირეთი | ||||
კოორდინატები | 54°18′00″ ჩ. გ. 59°26′00″ ა. გ. / 54.30000° ჩ. გ. 59.43333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1955 | ||||
პირველი ხსენება | მე-19 საუკუნე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1955 | ||||
ფართობი | 46 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 540 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ბაშკირული და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 37,788 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | 34791 | ||||
საფოსტო ინდექსი | 453700–453703 | ||||
ოფიციალური საიტი | http://uchaly-102.ru/ | ||||
უჩალი (რუს. Учалы; ბაშკ. Учалы) — ქალაქი ბაშკირეთში. მდებარეობს რესპუბლიკის აღმოსავლეთში, ურალის სამხრეთ ნაწილში. 2010 წლის აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 37,788 ადამიანს.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაშკირულ ენაზე უჩალდი სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შურისძიება. ლეგენდის მიხედვით XIV საუკუნის ბოლოს დღევანდელი ქალაქის მიდამოებში თემურლენგმა დაამარცხა თოხთამიში დამისი მომხრე მომთაბარე ბაშკირები. სხვა თეორიის მიხედვით ქალაქს მის ახლოს მდებარე ტბების დიდი უჩალის და პატარა უჩალის მიხედვით ჰქვია სახელი. სხვა და სხვა თეორიებია ტბების სახლებთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი ეწოდათ ძველი ბაშკირული სიტყვის იუშა-ს მიხედვით, რომელიც ქვიშის და თიხის ფერის დიაპაზონს აღნიშნავს. მეორე ვერსიის მიხედვით ქალაქის დასახელება მოდის იასპის ბაშკირული სახელიდან, რომლის საბადოებიც ურალის ტერიტორიაზე მრავლადაა. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სახელი მოდის თათრული სიტყვა აჩული-დან რაც გაბრაზებულს აღნიშნავს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის უდიდესი წარმოებაა მადნის გადამამუშავებელი ქარხანა - ურალის სამთო მომპოვებელი და მეტალურგიული კომბინატი, რომელიც რუსეთში თუთიის მნიშვნელოვანი მწარმოებელია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში 37,788 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ეთნიკური შემადგენლობა შემდეგია:
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არის: ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სამთო საქმისა და მეტალურგიის კოლეჯი, ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
უჩალის მუნიციპალიტეტის შენობა.
-
ხედი მთა ტაშბიკზე.