შინაარსზე გადასვლა

დეივიდ ლოიდ ჯორჯი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დევიდ ლოიდ ჯორჯი)
დეივიდ ლოიდ ჯორჯი
ინგლ. David Lloyd George
დეივიდ ლოიდ ჯორჯი ინგლ. David Lloyd George
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 დეკემბერი 1916 – 22 ოქტომბერი 1922
წინამორბედიჰერბერტ ჰენრი ასკვიტი
მემკვიდრეენდრიუ ბონარ ლოუ

დაბადებული17 იანვარი 1863
მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვლილი26 მარტი, 1945 (82 წლის)
ლანისტიმდუი, დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკური პარტიალიბერალური
ხელმოწერა

დეივიდ ლოიდ ჯორჯი — დუივორის 1-ლი გრაფი, გვინედის ვიკონტი (ინგლ. David Lloyd George; დ. 17 იანვარი 1863, მანჩესტერი — გ. 26 მარტი 1945, ქარნარვონშირი, უელსი) — ბრიტანელი პოლიტიკური მოღვაწე, დიდი ბრიტანეთის უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი ლიბერალური პარტიიდან (1916-1922). უინსტონ ჩერჩილის ახლო მეგობარი.[1]

წარმოშობით უელსური ოჯახიდანაა (უელსური წარმოშობის ერთადერთი ბრიტანელი პრემიერი), შეისწავლიდა კანონს და მუშაობდა ადვოკატად ლონდონში. როდესაც ლიბერალურ პარტიაში გაწევრიანდა, იგი პარლამენტის წევრად 1890 წელს. 1905 წლიდან იგი ხელისუფლების წევრი იყო, ხოლოდ 1916-დან — პრემიერ-მინისტრი.

ხელმძღვანელობდა ბრიტანულ დელეგაციას გერმანიასთან მოლაპარაკებისას, ხელი მოაწერა ვერსალის საზავო ხელშეკრულებას. 1921 წელს მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში, რომლებსაც შედეგად მოჰყვა ირლანდიის თავისუფალი რესპუბლიკის შექმნა. 1922 წელს სამსახურიდან დაეთხოვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ იყო ინგლისსა და გერმანიას შორის მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი მომხრე, რადგან თვლიდა, რომ ინგლისს არ შეეძლო ომის მარტოდ წარმოება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]