მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა. ამ პაქტში ასევე საუბარი იყო ცენტრალური ევროპის დაყოფაზე. ეს პაქტი დაირღვა 1941 წელს გერმანიის მიერ, როდესაც იგი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.
ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომელიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. 1948 წელს ხელშეკრულება ხელმისაწვდომი გახდა ფოტოსურათების სახით. 2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, გამოაცხადა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
გასაიდუმლოებული მუხლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში არსებული გასაიდუმლოებული მუხლების თანახმად,ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა შეათანხმეს ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ თითოეულის ინტერესების სფეროში. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესთა სფეროთა საზღვარი გახდა ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი. ამავდროულად, ლიტვა იღებდა ვილნიუსს, რომელიც მაშინ პოლონეთის შემადგენლობაში იყო. ასევე ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ექცეოდა ბესარაბია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პაქტის ტექსტი დაარქივებული 2014-11-14 საიტზე Wayback Machine. . (ინგლისური)