შინაარსზე გადასვლა

Eurogamer

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Gamesindustry.biz)
საიტი eurogamer.net
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
რეგისტრაცია არჩევითი (უფასო)
ხელმისაწვდომი ენა მრავალენოვანი
მფლობელი Gamer Network
რედაქტორი ოლი უელში
გაეშვა სექტემბერი, 1999; 16 წლის წინ
Alexa-ს რეიტინგი 3,897 (ივლისი, 2015) [1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

Eurogamerვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი, რომელიც აქვეყნებს: სიახლეებს, მიმოხილვებს, პრევიუებს, რეცენზიებსა და ა.შ. საიტს მართავს Eurogamer Network Ltd. განთავსებული ბრაიტონში. დაარსდა 1999 წელს ძმები რუპერტ და ნიკ ლოუმენების მიერ. დღესდღეობით, ევროპაში Eurogamer წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტერნეტ გამოცემას ვიდეო თამაშების თემაზე. ევროგეიმერზე დაყრდნობით, 2011 წლის ნოემბრის მონაცემით საიტის მომხმარებელთა რაოდენობამ 5.7 მილიონს მიაღწია. [2])

2006 წლის თებერვალს საიტმა გაუშვა საკუთარი ტელეარხი - Eurogamer TV. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ, იგი გადაკეთებული იქნა რუბრიკად — Eurogamer.net Videos.[3]

2014 წლიდან საიტის რედაქტორია ოლი უელსი, რომელმაც შეცვალა ტომ ბრემუელი. ბრემუელი იყო საიტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი. ბრემუელმა ჯერ კიდევ 2000 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია. (2014 წელს დატოვა რედაქცია). საიტის რედაქციის შემადგენლობაში შედიან PC Gamer, GamesTM, Edge, Rock, Paper, Shotgun-ის ყოფილი თანამშრომლები.

2007 წელს ეუროგეიმერმა გაუშვა საიტის პირველი არაინგლისურენოვანი ვერსია სახელწოდებით Eurogamer Germany - გერმანულ ენაზე, რასაც მოჰყვა შემდეგი ვერსიები: ფრანგული (მაისი, 2008), ნიდერლანდური. (ივნისი, 2007), პორტუგალიური (აგვისტო, 2008), ესპანური და იტალიური (ოქტომბერი, 2008 წელი), რუმინული (მაისი, 2009), დანიური (ივნისი, 2009), ბელგიური (აგვისტო,2008) და შვედური (აპრილი, 2010). 2011 წელს ჰოლანდიური და ბელგიური ვერსიები გაერთიანდნენ სახელწოდებით Benelux. რუმინული გამოცემა დაიხურა 2011 წელს. პირველ არაევროპულ გამოცემად იქცა ბრაზილიური ვერსია გახსნილი 2012 წელს სახელწოდებით Brasilgamer,[4] ასევე შეიქმნა ამერიკული - USgamer, რომელიც არის მრავალფორმატიანი სათამაშო ვებსაიტი.[5][6][7]

მას ჰყავს დაძმობილებული საიტი GamesIndustry.biz. იგი აშუქებს გლობალურ საკითხებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიის შესახებ.

Games Media Awards-ის ცერემონიზე ეუროგეიმერმა მიღო ჯილდოები საუკეთესო სათამაშო საიტის კატეგორიებში - სიახლეები და მიმოხილვები. იგივე ჯილდოები ერგო 2008 წლისა და 2011 წლის ცერემონიებზე. რედაქტორის მოადგილეს ტომ ბრემუელს გადაეცა ჯილდო „საუკეთესო ავტორი სპეციალიზებული ციფრულ გამოცემებზე". რუპერტ ლოუმენი 2003 წლის Sussex Business Awards-ზე დასახელებული იქნა „წლის ბიზნესმენად“. სიახლეების რედაქტორმა უესლი ინ-პულს ერგო "საუკეთესო სიახლეების მწერლის" წოდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Eurogamer.net Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-28. ციტირების თარიღი: 2014-04-01.
  2. Product Page - ABC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-05. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
  3. Eurogamer.net • video game reviews, news, previews, forums, and videos • Eurogamer.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-07. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
  4. Brasilgamer.com.br • Notícias, análises de videogames, vídeos e fórum • Brasilgamer.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-05. ციტირების თარიღი: 2013-01-22.
  5. Websites. Gamer Network. ციტირების თარიღი: 2014-08-07.
  6. USGAMER. Gamer Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-06. ციტირების თარიღი: 2014-08-07.
  7. Gamer Network expands US sales, editorial teams. Gamesindustry.biz. ციტირების თარიღი: 2014-08-07.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Eurogamer&oldid=4460213“-დან