ხაჭაპური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
აზრობრივად აბზაცის გამართვა |
No edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{ინფოდაფა კერძი |
{{ინფოდაფა კერძი 2 |
||
|სურათი=Adjarian khachapuri in an oven.png |
|||
|ტიტრი=აჭარული ხაჭაპური |
|||
|ქვეყანა={{დროშა|საქართველო}} |
|ქვეყანა={{დროშა|საქართველო}} |
||
|ტიპი=[[პურ-ფუნთუშეული]] და [[საკვები]] |
|||
|ძირითადი_შემადგენლობა=[[წყალი]], [[ყველი]] და [[კვერცხი]] |
|||
|commons=Category:Khachapuri |
|||
}} |
}} |
||
{{ქართული სამზარეულო}} |
{{ქართული სამზარეულო}} |
12:10, 30 იანვარი 2022-ის ვერსია
აჭარული ხაჭაპური | |
ტიპი | პურ-ფუნთუშეული და საკვები |
---|---|
წარმოშობის ადგილი | საქართველო |
ძირითადი შემადგენლობა |
წყალი, ყველი და კვერცხი |
|
ნაწილი სერიისა |
ქართული სამზარეულო |
---|
საკვები და კერძები
ქართული პური · ქართული ყველი · აჯაფსანდალი · ბადრიჯანი · ჩაქაფული · ჩახოხბილი · ჩანახი · წიწილა ტაბაკა · ჩიხირთმა · ჩქმერული · ჩურჩხელა · გოზინაყი · ისპანახი მაწვნით · ხაჭაპური · ხარჩო · ხაში · ხინკალი · კუბდარი · კუჭმაჭი · კუპატი · ლობიანი · ლობიო · მჭადი · მუჟუჟი · ფელამუში · ფხალი · საცივი · შოთი · სულგუნი · ტყლაპი · თონის პური
|
ღვინო
ქართული ღვინო · ალაზანი · ალექსანდროული · ბადაგონი · ბარაკონი · ხვანჭკარა · საფერავი · მწვანე · მუჯურეთული · ქინძმარაული · მუკუზანი · რქაწითელი · წინანდალი · ცოლიკოური · უსახელაური
|
იხილეთ აგრეთვე
|
ხაჭაპური — ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა.[1] ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა.[2] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, ფენოვანი. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[1] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[2] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[1]
2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.[5]
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით 2020 წლის 27 თებერვალი გამოცხადდა „ხაჭაპურის ეროვნულ დღედ“, რათა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ფასეულობის მატარებელი პროდუქტის მნიშვნელობა და ასევე ხელი შეუწყოს მის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.[6]
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხაჭაპური“ ვიკისაწყობში.
- ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ 2.0 2.1 ხაჭაპური — გასტრონომია
- ↑ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
- ↑ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (31 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ ხაჭაპური ეროვნული დღე