ხაჭაპური
აჭარული ხაჭაპური | |
ტიპი | გულიანი პური |
---|---|
წარმოშობის ადგილი | საქართველო |
ძირითადი შემადგენლობა |
ყველი, კვერცხი, ფქვილი |
|
ნაწილი სერიისა |
ქართული სამზარეულო |
---|
საკვები და კერძები
ქართული პური · ქართული ყველი · აჯაფსანდალი · ბადრიჯანი · ჩაქაფული · ჩახოხბილი · ჩანახი · წიწილა ტაბაკა · ჩიხირთმა · ჩქმერული · ჩურჩხელა · გოზინაყი · ისპანახი მაწვნით · ხაჭაპური · ხარჩო · ხაში · ხინკალი · კუბდარი · კუჭმაჭი · კუპატი · ლობიანი · ლობიო · მჭადი · მუჟუჟი · ფელამუში · ფხალი · საცივი · შოთი · სულგუნი · ტყლაპი · თონის პური
|
ღვინო
ქართული ღვინო · ალაზანი · ალექსანდროული · ბადაგონი · ბარაკონი · ხვანჭკარა · საფერავი · მწვანე · მუჯურეთული · ქინძმარაული · მუკუზანი · რქაწითელი · წინანდალი · ცოლიკოური · უსახელაური
|
იხილეთ აგრეთვე
|
ხაჭაპური — ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან.[1] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, თუშური. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[2] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. როგორც წესი, შიგთავსი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[1] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[2]
2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.[5]
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინიციატივით, 2020 წლის 27 თებერვალი გამოცხადდა „ხაჭაპურის ეროვნულ დღედ“[6], რათა აღინიშნოს საქართველოს ეროვნული ფასეულობის მატარებელი პროდუქტის მნიშვნელობა და ასევე ხელი შეუწყოს მის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.[7]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხაჭაპური“ ვიკისაწყობში.
- ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში — კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ხაჭაპური — გასტრონომია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-07. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ 2.0 2.1 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-22. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
- ↑ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (31 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
- ↑ 27 თებერვალი - ხაჭაპურის ეროვნული დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-28. ციტირების თარიღი: 2022-02-28.
- ↑ ხაჭაპური ეროვნული დღე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-15. ციტირების თარიღი: 2021-01-16.