ხაჭაპური
ნაწილი სერიისა |
ქართული სამზარეულო |
---|
საკვები და კერძები
ქართული პური · ქართული ყველი · აჯაფსანდალი · ბადრიჯანი · ჩაქაფული · ჩახოხბილი · ჩანახი · წიწილა ტაბაკა · ჩიხირთმა · ჩქმერული · ჩურჩხელა · გოზინაყი · ისპანახი მაწვნით · ხაჭაპური · ხარჩო · ხაში · ხინკალი · კუბდარი · კუჭმაჭი · კუპატი · ლობიანი · ლობიო · მჭადი · მუჟუჟი · ფელამუში · ფხალი · საცივი · შოთი · სულგუნი · ტყლაპი · თონის პური
|
ღვინო
ქართული ღვინო · ალაზანი · ალექსანდროული · ბადაგონი · ბარაკონი · ხვანჭკარა · საფერავი · მწვანე · მუჯურეთული · ქინძმარაული · მუკუზანი · რქაწითელი · წინანდალი · ცოლიკოური · უსახელაური
|
იხილეთ აგრეთვე
|
ხაჭაპური — ქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა.[1] ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა.[2] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, ფენოვანი. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[1] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[2] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[1]
2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც აღნიშნულმა ორგანიზაციამ და კერძო პირებმა, გამოფენაზე ქართულ ხაჭაპური წარადგინეს.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხაჭაპური“ ვიკისაწყობში.
- ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ 2.0 2.1 ხაჭაპური — გასტრონომია
- ↑ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
- ↑ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
3. ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში https://www.heritagesites.ge/ka/news_item/361