შინაარსზე გადასვლა

ხაჭაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაჭაპურიქართული სამზარეულოს კერძი. ქართული ეროვნული ცომეული ნაწარმი. შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა.[1] ხაჭაპური წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა.[2] არსებობს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, მათ შორის: იმერული, აჭარული, მეგრული, გურული, სვანური, რაჭული, ხევსურული, ფენოვანი. განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.[1] როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი, წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს, კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს.[2] ხაჭაპური ეროვნული საკვები კულტურის მონაპოვარია.[1]

2019 წლის 22 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[3] იმავე წელს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019“,[4] სადაც სხვა ქართულ კერძებთან ერთად ხაჭაპურიც წარადგინეს.[5]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 ხაჭაპური — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  2. 2.0 2.1 ხაჭაპური — გასტრონომია
  3. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის — „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 22 დლეკემბერი, 2019.
  4. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.
  5. საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ლიონში საქართველო ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში Sirha პირველად მონაწილეობს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (31 იანვარი, 2019). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.