აგათარხიდესი (მთვარის კრატერი)
მთვარის კრატერი | |
---|---|
აგათარხიდესი | |
Agatharchides | |
მონაცემები | |
დიამეტრი | 52 კმ |
უდიდესი სიღრმე | 1180 მ |
ტიპი | დარტყმითი კრატერი |
სახელწოდება | |
ეპონიმი | აგათარხიდესი |
დამტკიცებულია | IAU (1935) |
მდებარეობა | |
19.85° ს. გ. 31.11° დ. გ. / 19.85° ს. გ. 31.11° დ. გ. | |
ციური სხეული | მთვარე |
აგათარხიდესი ვიკისაწყობში |
კრატერი აგათარხიდესი (ლათ. Agatharchides) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარეზე ქარიშხლების ოკეანის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის აგათარხიდესის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს სინოტივის ზღვასა და ღრუბლების ზღვას შორის. კრატერის ჩრდილო-დასავლეთით არის კრატერი გასენდი, სამხრეთით ლევის მცირე კრატერი და კრატერ ჰიპალუსის ნაშთები, სამხრეთ-აღმოსავლეთით კოენიგის მცირე კრატერი, აღმოსავლეთით დიდი ბულიალდის კრატერი, ჩრდილო-აღმოსავლეთში ლავით დატბორილი კრატერი ლუბინეცკი[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 19°51′S 31°07′W / 19.85° ს. გ. 31.11° დ. გ., დიამეტრი 52 კმ[2], სიღრმე 1,18 კმ[3].
კრატერის ზვინული დაზიანების გამო მნიშვნელოვნად განსხვავდება სიმაღლეში, ზოგან მიმდებარე რელიეფის დონეზეა, ზოგან კი აღწევს 1110 მ სიმაღლეს. ყველაზე კარგად შემორჩენილია ზვინულის აღმოსავლეთი და დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთი ნაწილები, ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია, სამხრეთი ძლიერ დაზიანებულია. ზვინულის დასავლეთ ნაწილს აქვს ორმაგი გარე ფერდობი, გაჭრილი ღრმა ხეობით. ზვინულის დასავლეთ ნაწილში ასევე არის პატარა კრატერი. ზვინულის სამხრეთ ნაწილს კვეთს რამდენიმე პარალელური ხეობა, რომელიც მიმართულია გიპალუსის კრატერისკენ. კრატერის თასის ფსკერი დატბორილია ლავით, მოფენილია მრავალი პატარა კრატერებით და გადაკვეთილია ღართა სისტემით. კრატერის მოცულობა არის დაახლოებით 1820 კმ³-ია.
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Agatharchides
- Цифровой фотографический атлас Луны.
- Снимки с борта Аполлона-16.
- Кратер Агатархид на карте LAC-93.
- Селенологическая карта окрестностей кратера.
- Описание кратера на сайте The Moon-Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-30. ციტირების თარიღი: 2024-02-09.
- Andersson, L.E., and E.A. Whitaker, NASA Catalogue of Lunar Nomenclature, NASA Reference Publication 1097, October 1982.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Кратер Агатархид на карте LAC-93.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
- ↑ Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2019-12-02
- ↑ John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-26