შინაარსზე გადასვლა

ადრიანოპოლის ბრძოლა (1205)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიანოპოლის ბრძოლა
ბულგარეთ-ლათინთა ომების ნაწილი

ბრძოლის გეგმა
თარიღი 1205 წლის 14 აპრილი
მდებარეობა ადრიანოპოლი, თანამედროვე ედირნე
შედეგი

ბულგარელთა გამარჯვება

მხარეები
ბულგარეთის მეორე იმპერია ლათინთა იმპერია

ვენეციის რესპუბლიკა

მეთაურები
ივან კალოიანი ბოდუენ I ფლანდრიელი

ენრიკო დანდოლო

ლუი I ბლუა †

ჯოფრი ვილარდუინი

რენო დე მონმირეილი †

სტეფან დიუ პერში †

ძალები
40000 ბულგარელი[1]

დაახლოებით 14000 მსუბუქი და მძიმე კავალერია

35000 რაინდი
დანაკარგები
მცირე ათასობით

ადრიანოპოლის ბრძოლა1205 წლის 14 აპრილს მომხდარი საბრძოლო ოპერაცია, რომელიც გაიმართა იმპერატორ კალოიანსა და ლათინთა სამეფოს პირველ იმპერატორ ბოდუენ I-ს შორის.[2] წარმატებული პარტიზანული თავდასხმების შედეგად, ომში გამარჯვება ბულგარელებმა მოიპოვეს.[3]

ჯვაროსანთა ფინანსური სირთულეების გამო, რომელთაც ვენეციურ გემებზე იჯარის გადახდა ვერ შეძლეს, ვენეციის ჰერცოგმა, ენრიკო დანდოლომ უბრძანა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ჯარებს, შურისძიების გზით, ცოტა ხნით იერუსალიმი დაევიწყებინათ და კონსტანტინოპოლისკენ გაელაშქრათ. იერუსალიმისკენ მიმავალი გზის გაგრძელების ნაცვლად, 1204 წლის 12 აპრილს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი აიღეს და გაძარცვეს. განადგურდა მრავალი კულტურული საგანძური, როგორებიცაა წმინდა ტექსტები, სიწმინდეები, ხელნაწერები, ხატები, არქივები, ხელოვნების ნიმუშები და სხვა მრავალი სახის სიმდიდრე. აღმოსავლეთ მართლმადიდებელმა ეკლესიამ განიცადა დიდი დანაკარგი, როგორც ალყისგან, ისე ჯვაროსანთა მიერ გაჩენილი ხანძრებისგან, რომელმაც ქალაქის ორი მესამედი შეიწირა. კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი, ლათინთა იმპერია, რომელიც, თავდაპირველად, აკონტროლებდა კონსტანტინოპოლისა და თრაკიის მიმდებარე ტერიტორიას, თუმცა მოგვიანებით იგი გაფართოვდა და საზღვრების ექსპანსია ბითინიამდე, თესალიამდე და ცენტრალურ საბერძნეთამდეც შეძლო.

დაახლოებით ამ პერიოდში, ბულგარეთის მეფემ, ცარ კალოიანმა, წარმატებით მოაწერა ხელი ხელშეკრულებაზე რომის პაპ ინოკენტი III-სთან. ბულგარეთის მმართველი აღიარეს, როგორც რექსი, ანუ იმპერატორი, ხოლო ბულგარელმა არქიეპისკოპოსმა დაიბრუნა ტიტული „პრიმა“, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, პატრიარქის ტიტულს უტოლდებოდა.

კალოიანსა და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებული კარგი ურთიერთობის მიუხედავად, ლათინთა სამეფომ მომენტალურად გამოთქვა პრეტენზია ბულგარულ მიწებზე. შედეგად ჯვაროსნებმა დაიწყეს ყველაზე საზღვრისიქითა ყველაზე ახლო ბულგარული მიწების დარბევა და გაძარცვა. მსგავსმა ბარბაროსულმა ქმედებებმა ბულგარეთის იმპერატორი იმაში დაარწმუნა, რომ ლათინებთან მშვიდობიანი მოკავშირეობის არსებობა შეუძლებელი იყო, შედეგად მან დახმარების მიზნით თრაკიელ ბერძნებს მიმართა, რომელიც იმ დროს ჯერაც არ შედიოდა ლათინთა შემადგენლობაში. 1204-1205 წლების ზამთარში ადგილობრივი ბერძნული არისტოკრატიის წარმომადგენლობა ეწვია ბულგარეთის იმპერატორს და შეიქმნა ალიანსი.

1205 წლის გაზაფხულზე, დიდმოტეიხო და ადრიანოპოლი აჯანყდნენ, მათ მალევე აიყოლიეს თრაკიელები. ამან გამოიწვია ლათინთა იმპერატორის რეაგირება და ბოდუენ ფლანდრიელმა თავისი ჯარი ჩრდილოეთისკენ დაძრა, მარტის ბოლოს კი ადრიანოპოლში ჩააღწია.

ლათინებმა მომენტალური ალყა შემოარტყეს ციხეს ისე, რომ გარნიზონის მცველთა უდიდესი ნაწილი მალე დაღალეს. საკმაოდ ძლიერი ტექნიკური აღჭურვილობისა და ციხის ქვეშ ნაღმების გათხრით ძლიერ შეასუსტეს კედლის დაცვა. ლათინელი რაინდების უზრუნველყოფით, ქალაქის ირგვლივ მდგრადად ორგანიზებული ბანაკების განთავსება დაიწყო. ციხის კედლის თითოეული კარიბჭის წინ განთავსებული იყო ერთეული, რომელშიც, ასევე, შედიოდა ვენეციური ქვედანაყოფი, ენრიკო დანდოლის მეთაურობით.

1205 წლის 10 აპრილს კალოიანი ჩავიდა საომარ ადგილას და დაბანაკდა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ციხიდან 25 კილომეტრში, 54 ათასიანი არმიით.

მრავალი მკვლევარი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბრძოლა ადრიანოპოლის ჩრდილოეთით, ვუკელონის ციხის მახლობლად გაიმართა, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი ჯერ კიდევ არ არსებობს.

ბიზანტიელი ისტორიკოსის, ნიკიტა ქონიატეს მიხედვით, ბრძოლის დღეს ბულგარეთის იმპერატორმა, ივან კალოიანმა ჩასაფრების ადგილი შემდეგნაირად შეარჩია:

ივანი და მისი ლაშქარი ხევში შეიმალა, უფსკრულში გადაიმალა და იმ ციცაბო ადგილების გავლით შევიდნენ მაღალმთიანეთში მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მათი მოწინააღმდგეები მათ იქ ყოფნას ვერ შენიშნავდნენ

საწყის მომენტში, ლათინთა იმპერატორს, გამომდინარე იქიდან რომ არ სურდა თრაკიის დაკარგვა, ბულგარელებთან მაცნეები გაუგზავნია, ჯარების გაყვანის მოთხოვნით, თუმცა, როცა შეიტყო, რომ ის ბულგარელებს ხელში ჩაეგდოთ, 1205 წელს თავად გაემგზავრა ჩრდილოეთისკენ. აპრილის დასაწყისში ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ადრიანოპოლს და ივან კალოიანი საკუთარი ჯარის დასახმარებლად ომში ჩაერთო.

ივანე, ბულგარეთის მეფე, ადრიანოპოლში მყოფთა დასახმარებლად ამავე ადგილისკენ უზარმაზარი ჯარით გაემართა, თან გაიყოლა ბულგარელებისგან და ორმოცი ათასი კუმენისგან შემდგარი არმია

13 აპრილს ბულგარელთა არმია მიუახლოვდა ალყაშემორტყმულ ქალაქს, რა დროსაც ხდება პირველი შეტაკება მხარეებს შორის. კუმენთა ქვედანაყოფი ჯვაროსანთა ბანაკში შეიჭრა. დიდხნიანი დევნის შემდეგ კუმენთა არმიის მშვილდოსანთა ქვედანაყოფმა ჯვაროსნებს შეუტია. მეორე დღეს დაიწყო მთავარი ბრძოლა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, ჯვაროსნები დამარცხდნენ და მარმარილოს ზღვისკენ გაიქცნენ.

გაქცეულებმა მხოლოდ 18 აპრილს მიაღწიეს რედესტს, რომელიც ვენეციის რეპუბლიკას ეკუთვნოდა.

ამ ბრძოლაში ჯვაროსნება საკმაოდ დიდი დანაკარგი განიცადეს, ბევრი რაინდი დაიღუპა და თავად იმპერატორი ბოდუენ I ფლანდრიელი ტყვედ ჩავარდა, სადაც მოგვიანებით ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 1 ივნისს გარდაიცვალა კამპანიაში მონაწილე ვენეციელი ჰერცოგი, ენრიკო დანდოლო, რომლის ცხედარიც აია სოფიაში დაკრძალეს.

დამარცხებამ განაპირობა ლათინთა წაუგებელი სერიის შეწყვეტაც. ბულგარელთა და კუმენთა გაერთიანებულმა არმიამ გაახშირა ძარცვითი ოპერაციები რედესტში, სელიმვრიასა და კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით კი, კალოიანის სისასტიკით გაჩანაგებულმა მოსახლეობამ ტერიტორიის დატოვება დაიწყო.

შუა საუკუნეების ბულგარეთის დედაქალაქ ველიკო-ტარნოვოში დღემდეა შემორჩენილი კარიბჭე, სახელწოდებით „ფრენსკის კარიბჭე“. მიიჩნევა, რომ მისგან არც თუ ისე შორს იყო კოშკი, რომელშიც ლათინთა ტყვედ ჩავარდნილი იმპერატორი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Giuseppe Stabile, Valacchi e valacchie nella letteratura francese medievale, Edizioni Nuova Cultura, 2010, p.132-136
  2. „Dandolo“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 07 (11th ed.). 1911.
  3. Archaeology, in Bulgaria. (21 May 2015) Battle of Adrianople (1205 AD) - Archaeology in Bulgaria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 23 იანვარი 2023.