შინაარსზე გადასვლა

ანდრეა დელ ვეროკიო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრეა დელ ვეროკიო

„ქრისტეს ნათლობა“, უფიცის გალერეა, ფლორენცია
დაიბადა დაახლ. 1435
დაბადების ადგილი ფლორენცია, იტალია
გარდაიცვალა 7 ოქტომბერი, 1488[1] [2] [3]
გარდაცვალების ადგილი ვენეცია, იტალია
ეროვნება იტალიელი
სფერო ფერწერა, სკულპტურა
მიმდინარეობა იტალიური რენესანსი
ჟანრი პორტრეტი[4] [1] , რელიგიური ხელოვნება[4] [1] , ნიუ[1] , ფიგურა[1] და animal art[1]
ცნობილი ნამუშევრები ტობიასი და ანგელოზი, ქრისტეს ნათლობა, ქრისტე და წმ. თომა

ანდრეა დელ ვეროკიო (იტალ. Andrea del Verrocchio; დ. 1435, ფლორენცია, იტალია — გ. 7 ოქტომბერი, 1488, ვენეცია, იტალია) — აღორძინების ხანის იტალიელი მოქანდაკე და ფერმწერი. მისი ერთ-ერთი მოსწავლე იყო ლეონარდო და ვინჩი. მხატვარი დაიბადა და დიდი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ფლორენციაში. 1465 წელს შექმნა კოზიმო მედიჩის საფლავი. 1463-1487 წლებში მუშაობდა ნახატზე „ჭრილობათა შემოწმება“. 1476 წელს შექმნა დავითის ქანდაკება, რომელიც გახდა რენესანსის პერიოდის სიმბოლოც. დავითის ქანდაკება შეიქმნა სპეციალურად ლორენცო და ჯულიანო მედიჩის ვილისათვის.

„ტობიასი და ანგელოზი“, ეროვნული გალერეა, ლონდონი.

ადრეულ აღორძინების ხანაში მხატვრები ძირითადად მუშაობდნენ შეკეთებით. სწორედ ამ ეპოქაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით მეცენატებს, რომლებიც აფინანსებდნენ მხატვართა სახელოსნოებს, რომლებიც ქმნიდნენ ფაქტობრივად ყველაფერს დაწყებული ჭურჭლიდან — დამთავრებული დიდი არქიტექტურული ძეგლებით. განსაკუთრებით გავრცელებული იყო XV საუკუნის ფლორენციაში. მოსწავლეს, რომელსაც სურვილი ჰქონდა გამხდარიყო ხელოვანი და გაეხსნა საკუთარი სახელოსნო ვალდებული იყო მინიმუმ 6 წელი ესწავლა და მხოლოდ ამის შემდებგ გაეხსნა საკუთარი სახელოსნო. ასე მოიქცა ანდრეა ვეროკიოც, რომელიც თავიდან მოქანდაკე იყო ხოლო მოგვიანებით ფერწერასაც დაეუფლა. მისი მოსწავლეები იყვნენ: ლეონარდო და ვინჩი , პეტრო პერუჯინო და სანდრო ბოტიჩელი. ეროკიო ასევე იყო რეჟისორი სხვადასხვა სასცენო დადგმებში, რაც მომავალში და ვინჩიმაც შესანიშნავად გამოიყენა. წყაროების თანახმად, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ყველაზე დიდი სულიერი კავშირი შედგა დავითის ქანდაკების შექმნისას. სწორედ მისი შექმნისას იპოზიორა ახალგაზრდა ლეონარდომ. სწორედ დავითის ქანდაკებას დაჰკრავს სახეზე „ჩუმი ღიმილი“ რომელსაც შემდგომში ასე ხშირად იყენებს ლეონარდოც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 RKDartists

2. Grassi L. Dizionario Biografico degli Italiani — 1961. — Vol. 3.

3. The Fine Art Archive

4. 4.0 4.1 Union List of Artist Names