შინაარსზე გადასვლა

არაგუის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტატი
არაგუის შტატი
Estado Aragua
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ადმ. ცენტრი მარაკაი
შიდა დაყოფა ბოლივარის მუნიციპალიტეტი (არაგუა), კამატაგუის მუნიციპალიტეტი, ფრანსისკო-ლინარეს-ალკანტარას მუნიციპალიტეტი, ხირარდოტის მუნიციპალიტეტი (არაგუა), ხოსე-ანხელ-ლამასის მუნიციპალიტეტი, ხოსე-ფელიქს-რიბასის მუნიციპალიტეტი (არაგუა), ხოსე-რაფაელ-რევენგას მუნიციპალიტეტი, ლიბერტადორის მუნიციპალიტეტი, მარიო-ბრისენიო-ირაგორის მუნიციპალიტეტი, ოკუმარე-დე-ლა-კოსტა-დე-ოროს მუნიციპალიტეტი, სან-კასიმიროს მუნიციპალიტეტი, სან-სებასტიანის მუნიციპალიტეტი, სანტიაგო-მარინიოს მუნიციპალიტეტი, სანტოს-მიჩელენას მუნიციპალიტეტი, სუკრეს მუნიციპალიტეტი, ტოვარის მუნიციპალიტეტი, ურდანეტას მუნიციპალიტეტი და სამორას მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 9°57′00″ ჩ. გ. 67°03′00″ დ. გ. / 9.95000° ჩ. გ. 67.05000° დ. გ. / 9.95000; -67.05000
დაარსდა 1899
ფართობი 7 014 კმ²
მოსახლეობა 1 665 200 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTCUTC-04:30
ოფიციალური საიტი aragua.gob.ve
ჰენრი-პიტერის ეროვნული პარკი
არაგუის მუნიციპალიტეტები

არაგუა (ესპ. Estado Aragua) — შტატი ვენესუელაში, ჩრდილოეთ-ცენტრალურ რეგიონში. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ვაკეები, ჯუნგლები და კარიბის ზღვის სანაპიროები. აქვე მდებარეობს ვენესუელაში პირველი ეროვნული პარკი ანრი-პიტიე.

შტატიდ დედაქალაქია მარაკაი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა — ტურმერო და ელ-ლიმონი.

არაგუის შტატის მთლიანი ფართობი 7 014 კმ²-ს შეადგენს. 2001 წლის მოსახკლეობის აღწერაზე დაყრდნობით, 2007 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობას 1 665 200 ადამიანისთვის უნდა მიეღწია.

ასევე არაგუა ერქვა ვენესუელურ გამანადგურებელს, რომელიც მესამე გამანადგურებელი დანაყოფის ლიდერი იყო და მისნაირებს შორის პირველი იყო, რაც კი ბრიტანელებმა 1950-იან წლებში ვენესუელის საზღვაო ძალებისთვის შექმნეს.

შტატს ჩრდილოეთით ესაზღვრება კარიბის ზღვა, მის საპირისპიროდ კი ცენტრალური კორდილიერის მასივი, სადაც მდებარეობს 2 400 სიმაღლის მწვერვალი კოდასი. დარჩენილი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ნაყოფიერ ველებს, რომლებიც ინტენსიური მიწათმოქმედებისათვის გამოიყენება, გარდა უკიდურესი სამხრეთ ნაწილისა, სადაც წარმოდგენილია ცენტრალური ლიანოსის რეგიონის დაბლობი. დასავლეთით ესაზღვრება ვალენსიის ტბა.

შტატის მთავარი მდინარეებია არაგუა, გუარიკო, ლიმონი, ტუი, პაო და ტურმერო. ისინი ძირითადად ვალენსიის ტბას, კარიბის ზღვას ან მდინარე ორინოკოს ვრცელ ქსელს ერთვიან. აქვე მდებარეობს კატამაგუის რეზერვუარი — კარაკასის წყალმომარაგების ძირითდი ობიექტი.

არაგუის შტატი მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს, ესენია:

მუნიციპალიტეტი დედაქალაქი ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2007)
რუკა
ბოლივარი სან-მატეო 58 42 295
კატამაგუა კატამაგუა 780 17 674
ფრანსისკო-ლინარეს-ალკანტარა სანტა-რიტა 24 135 873
ხირარდოტი მარაკაი 302 439 947
ხოსე-ანხელ-ლამასი სანტა-კრუსი 20 33 513
ხოსე-ფელიქს-რიბასი ლა-ვიქტორია 419 156 139
ხოსე-რაფაელ-რევენგა ელ-კონსეხო 192 49 593
ლიბერტადორი პალო-ნეგრო 52 87 520
მარიო-ბრისენიო-ირაგორი ელ-ლიმონი 53 103 269
ოკუმარე-დე-ლა-კოსტა-დე-ორო ოკუმარე-დე-ლა-კოსტა 340 9 605
სან-კასიმირო სან-კასიმირო-სე-გუირიპა 498 26 030
სან-სებასტიანი სან-სებასტიანი 491 22 906
სანტიაგო-მარინიო ტურმერო 497 191 731
სანტოს-მიჩელენა ლას-ტეხერიასი 220 44 409
სუკრე კაგუა 76 120 302
ტოვარი კოლონია-ტოვარი 225 17 429
ურდანეტა ბარბაკოასი 2 024 21 270
სამორა ვილია-დე-კურა 649 145 742

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]