ატონი
იერსახე
ატონი იეროგლიფებში | ||||
|
ატონი — ძვ. ეგვიპტის მზის ღვთაება; საფუძვლად დაედო ჰელიოპოლისის ძვ. მზის ღვთაება რა-ჰარახტის ანუ რა-ჰორახტეს კულტი. ამენჰოტეპ IV-მ ატონის კულტით შეცვალა მრავალღმერთიანობა და ერთიან სახელმწიფოებრივ კულტად გამოაცხადა. ატონის კულტის ცენტრი აჰეტატონი იყო.
როგორც ფიქრობენ, თვით ფარაონმა უძღვნა ატონს ჰიმნი, რომელიც მიჩნეულია უბადლო მხატვრულ ნაწარმოებად ამ ტიპის ძველ ეგვიპტურ ლიტერატურაში. ფარაონმა ატონის განსადიდებლად ეხნატონი („ეხნე-იოტ“, ე. ი. „ატონის მარგი“) დაირქვა.
ატონის გამოსახულებაა: შავარდნისთავიანი ადამიანი, შუბლზე მზის დისკოთი, მოგვიანებით - მხოლოდ მზის დისკო. ამენჰოტეპ IV-ის რელიგიური რეფორმების კრახის შემდეგ ეგვიპტეში კვლავ გაბატონდა ამონრის კულტი და მრავალღმერთიანობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 682.