აფონსუ IV (პორტუგალია)
აფონსუ IV | |
---|---|
Afonso IV o Bravo | |
პორტუგალიის მე-7 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 7 იანვარი, 1325 |
მმართ. დასასრული: | 28 მაისი 1357 |
წინამორბედი: | დინიშ I |
მემკვიდრე: | პედრუ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 თებერვალი, 1291 |
დაბ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
გარდ. თარიღი: | 28 მაისი, 1357 |
გარდ. ადგილი: | ლისაბონი, პორტუგალია |
მეუღლე: | ბეატრისა კასტილიელი |
შვილები: |
მარია, კასტილიის დედოფალი პედრუ I, პორტუგალიის მეფე ლეონორი, არაგონის დედოფალი |
დინასტია: | ბურგუნდიული დინასტია |
მამა: | დინიშ I |
დედა: | ისაბელ არაგონელი |
აფონსუ IV გულადი (პორტ. Afonso IV o Bravo; დ. 8 თებერვალი, 1291, ლისაბონი, პორტუგალია — გ. 28 მაისი 1357, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან 1325 -1357 წლებში. დენიშისა და იზაბელა არაგონელის ვაჟი. იქორწინა 1309 წელს ბეატრისაზე, კასტილიის მეფის, სანჩო IV ასულზე.
ტახტზე ასვლამდე, აფონსუ დიდხანს ეომებოდა თავის მამას. გამეფების შემდეგ კი მტრობდა თავის უკანონო ძმასთან აფონსუ სანჩესთან. საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებებამდე მიდიოდა. ბოლოს დედოფალმა იზაბელამ შეარიგა ისინი. აფონსუ აღარ სდებდა ბრალს ძმას მის წინააღმდეგ მოქმედებებში და დამეგობრდა კიდევაც მასთან. აფონსუ კარგი მმართველი იყო, იცავდა სამართლიაობას. მან ხალხს დიდი მხარდაჭერა გაუწია 1344 წლის დიდი მიწისძვრის დროს და 1348 წლის შავი ჭირის ეპიდემიისას. სიბერეში აფონსუს უთანხმოებები ჰქონდა თავის მემკვიდრესთან პედრუსთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
|