აღმოსავლური მზიურა
იერსახე
აღმოსავლური მზიურა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Inula orientalis Lam | |||||||||||||
|
აღმოსავლური მზიურა(ლათ. Inula orientalis) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი ღერო, 20-50 სმ სიმაღლის, მეტწილად მარტივი, ქვედა ნაწილში სუსტად შებუსული, ზედა ნაწილში მოფენილია გრძელი, ხშირი ბეწვით. ქვედა ფოთლები მოგრძონიჩბისებურია, ზედა ფოთლები ელიფსურია, ნახევრად ღერომხვევი. ყველა ფოთოლი მჯდომარეა, ორივე მხარეზე მიტკეცილი, რბილი ბეწვით შებუსული. კალათები მარტოულია. ენისებური ყვავილები კაშკაშა ყვითელი ფერისაა.
იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე, კლდეებსა და ღორღიან ფერდობებზე, ფიჭვნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.
- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 252.