ახმეროვსკის ტყე
ახმეროვსკის ტყე (რუს. Ахмеровский)— ფოთლოვანი ტყის მასივი რუსეთში. განლაგებულია იშიმბაის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქ იშიმბაიდან 21 კმ. და აღმოსავლეთით სტერლიტამაკიდან 18 კმ. (ბაშკოტროსტანი).
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს პრისნოვის მთების სამხრეთ-დასავლეთით. აქვს სწორკუთხოვანი ფართობი დაახლოებით 5 კმ სიგრძით და 4 კმ. სიგანით. ახმეროვსკის ტყის ფართობი დაახლოებით 15კმ². ტყის მასივი მდებარეობს ზღვის დონიდან 180-დან 310 მ-მდე. ტყის მასივს სხვადასხვა მხარეს ჩამოუდის რამდენიმე პატარა, ნაკლებად ცნობილი მდინარე.
ტყის მასივის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 295 მ. სიმაღლეზე მდებარეობს გეოდეზიური პუნქტი.
ტყის ჩრდილოეთით გადის ავტოსტრადა, რომლის სიახლოვეს მდებარეობს სოფელი ახმეროვო.
ტყეს კვეთს ელექტროგადამცემი ხაზი, ასევე, ახმეროვო-პეტროვსკის გრუნტის გზა.
ფლორა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტყის მასივში იზრდება ფოთლოვანი მუხისა და ცაცხვის ხეები. 1983 წლის მონაცემებით, ხეების სიმაღლე საშუალოდ იყო 17 მ. სიმაღლე და 20 სმ. სიგანე. ტყის მასივი დაყოფილი 9 სექტორად. სამხრეთ ნაწილის სიახლოვეს იზრდება მდელოს მცენარეულობა. ჩრდილოეთით გვხვდება, მეჩხერი საშუალო ზომის ტყის მცენარეულობა.