შინაარსზე გადასვლა

ბარაქზაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბარაქზაი დურანის ეთნიკურ ჯგუფში შემავალი ავღანური ტომი. ცხოვრობენ ყანდარის აღმოსავლეთით, მდინარე არგასტანის ხეობაში, ჰილმენდეს ორივე ნაპირზე. ლაპარაკობენ დასავლეთ პუშტუს დიალექტზე. რელიგიით მუსლიმანები (სუნიტები) არიან. მთავარი საქმიანობაა მიწათმოქმედება. XVIII საუკუნეში დიდი როლი შეასრულეს დამოუკიდებელი ავღანური სახელმწიფოს შექმნაში.