ბიატლონი
ბიატლონი, ბიათლონი (ლათ. bi- < bis „ორჯერ“ და ბერძნ. athlon „შეჯიბრება“) — სპორტის ზამთრის სახეობა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლისაგან. მიზანი მდებარეობს 50 მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას 115 მმ-ია.
დისციპლინები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური რბოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.
სპრინტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს.
დადევნების რბოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.
მას-სტარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.
გუნდური ესტაფეტა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი. იგი სპრინტის წესებს ეფუძნება. თითოეული კაცი სპორტსმენი გადის 10 კმ და ისვრის ორჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში, ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5 კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია. თუ სპორტსმენი 8 სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150 მეტრის საჯარიმო წრეს, ყოველი აცდენისთვის
მიქსი (შერეული ესტაფეტა)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველი გუნდიდან მონაწილეობს ორი ქალი და ორი მამაკაცი სპორტსმენი. სტარტს იღებენ ქალები და ასრულებენ მამაკაცები. სხვა მხრივ ყველა წესი ისევეა როგორც გუნდურ ესტაფეტაში.
ინდივიდუალური | სპრინტი | დადევნება | ჯგუფური სტარტი | გუნდური ესტაფეტა | შერეული ესტაფეტა | |
---|---|---|---|---|---|---|
დისტანცია კაცები | 20 კმ | 10 კმ | 12,5 კმ | 15 კმ | 4 x 7,5 კმ | 2 x 7,5 კმ + 2 x 6 კმ |
დისტანცია ქალები | 15 კმ | 7,5 კმ | 10 კმ | 12,5 კმ | 4 x 6 კმ | |
დისტანცია ახალგაზრდები | 15 კმ | 10 კმ | 12,5 კმ | 12,5 კმ | 4 x 7,5 კმ | - |
დისტანცია გოგონები | 12,5 კმ | 7,5 კმ | 10 კმ | 10 კმ | 3 x 6 კმ | - |
დისტანცია ყმაწვილები | 12,5 კმ | 7,5 კმ | 10 კმ | 10 კმ | 3 x 7,5 კმ | - |
დისტანცია ყმაწვილი გოგონები | 10 კმ | 6 კმ | 7,5 კმ | 7,5 კმ | 3 x 6 კმ | - |
სტარტის ინტერვალი | 30 წამი | 30 წამი | მორბენალის შედეგის მიხედვით | ერთდროული სტარტი | ერთდროული სტარტი | ერთდროული სტარტი |
სროლის მიმდევრობა | მწოლარე, მდგომი, მწოლარე, მდგომი | მწოლარე, მდგომი | მწოლარე, მწოლარე, მდგომი, მდგომი | მწოლარე, მწოლარე, მდგომი, მდგომი | თითო ათლეტზე მწოლარე-მდგომი | თითო ათლეტზე მწოლარე-მდგომი |
ჯარიმა შეცდომაზე | საჯარიმო წუთი | საჯარიმო წრე (150 მ) | საჯარიმო წრე (150 მ) | საჯარიმო წრე (150 მ) | გადატენვა ან საჯარიმო წრე | გადატენვა ან საჯარიმო წრე |
მსოფლიო თასის პრემიერა | 1978/79 | 1978/79 | 1996/97 | 1998/99 | 1978/79 | 2004/05 |
მსოფლიო ჩემპიონატის პრემიერა | მჩ 1958 | მჩ 1974 | მჩ 1997 | მჩ 1999 | მჩ 1966 | მჩ 2005 ან მჩ 2007 |
ოლიმპიური პრემიერა | 1960 | 1980 | 2002 | 2006 | 1968 | - |