გველთავა (გვარი)
იერსახე
გველთავა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Ophisops | |||||||||||||||
|
გველთავა (ლათ. Ophisops) — ქვეწარმავლების გვარი ხვლიკისებრთა ოჯახისა. აქვს ერთმანეთს შეზრდილი, გამჭვირვალე ქუთუთოები, რომლებიც ერთგვარ „სარკმელს“ ქმნიან. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში. გვარში 5 სახეობაა, რომელთაგან აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში გვხვდება ერთი — კოხტა გველთავა (Ophisops elegans). იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, აგრეთვე ობობებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 139.