შინაარსზე გადასვლა

გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გნეუს კორნელიუს სციპიონ ასინა (ლათ. Gnaeus Cornelius Scipio Asina) — რომის კონსული ძვ. წ. 260 და ძვ. წ. 254 წლებში. მონაწილეობდა პირველ პუნიკურ ომში, დამარცხდა ლიპარის კუნძულებთან ბრძოლაში. მისი მეტსახელი ასინა ლათინურად ვირს ნიშნავს.

გნეუსი მიეკუთვნებოდა წარჩინებული კორნელიუსების გვარის სციპიონების შტოს. იგი იყო ლუციუს კორნელიუს სციპიონ ბარბატუსის ვაჟი და ლუციუს კორნელიუს სციპიონის ძმა.

გნეუს კორნელიუსი ძვ. წ. 260 წელს იქნა კონსულად არჩეული და მიაბარეს რომის პირველი ფლოტი, რომლითაც სიცილიის ნაპირებს მიადგა. მან სცადა ლიპარის აღება, მაგრამ კართაგენელების ფლოტმა მისი ფლოტი დაამარცხა და ტყვედ ჩავარდა, რის შედეგადაც მიიღო მეტსახელი ასინა. მოგვიანებით ტყვეობიდან დაიხსნეს. ძვ. წ. 254 წელს ისევ აირჩიეს კონსულად, ამჯერად მან წარმატებას მიაღწია პანორმას ბრძოლაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]