დედოფალ სოფიას მუზეუმი (მადრიდი)
დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía) — ესპანეთის მე-20 საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმია (შემოკლ. დედოფალი სოფიას მუზეუმი). მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და სახელი ესპანეთის დედოფფლის სოფიას პატივსაცემად დაერქვა. მდებარეობს მადრიდში, ე.წ. ხელოვნების სამკუთხედის სამხრეთ ბოლოში (მუზეო დელ პრადოსა და მუზეო თისენ-ბორნამისცასთან ერთად).
მუზეუმის მთავარ კოლექციათა შორისაა მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის ნამუშევრები. უდავოდ ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". რეინა სოფიაში ასევე ხუან გრის, ხოან მიროს, ხულიო გონზალესის, ედუარდო ჩილიდას, პაბლო პალზუელოს, ანტონი ტაპიეს, ლუციო მუნიოს და სხვა მრავალ განთქმულ მხატვართა თვალსაჩინო კოლექციებია. აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე მეტი წიგნით, 3.500 ხმისა და 1.000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერებით. 2019 წელს მუზეუმს ესტუმრა 4,425,699 ადამიანი, რითაც იქცა მეცხრე ყველაზე მონახულებად ხელოვნების მუზეუმად მსოფლიოში.[1]
მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18 საუკუნეში საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და დამატებებით ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980 წელს. 1988 წელს ახალი მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა. ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის პროექტის 8000 კვ.მ. ექსპანსია, რომელიც 92 მილიონი ევრო დაჯდა, 2005 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Martínez-Novillo, Museo Español de Arte Contemporáneo, Ministerio de Cultura. Secretaría General Técnica, 1984, ISBN 84-7483-384-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დედოფალ სოფიას მუზეუმი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაზეთ „The Art Newspaper“-ის ყოველწლიური კვლევა ხელოვნების მუზეუმების ნახვადობის შესახებ, გამოიცა 2020 წლის 9 აპრილს.