შინაარსზე გადასვლა

დომენიკო ბეკაფუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავტოპორტრეტი; 1525-1530 წწ.

დომენიკო ბეკაფუმი (იტალ. Domenico di Giacomo di Pace Beccafumi, 1486, მონტაპერტი, სიენა – 18 მაისი, 1551, სიენა) — სიენის სკოლის იტალიელი მხატვარ-მანერისტი, სკულპტორი.

ლორენცო ბეკაფუმის მამულში მომუშავე გლეხის ჯაკომო დი პაჩეს ვაჟი. ვაჟის ნიჭი მემამულემ მალევე შენიშნა და პატარა დომენიკო სიენელ ოსტატ მეკეროსთან გაგზავნა სასწავლებლად (აქედან მოდის მხატვრის ფსევდონიმიც – მეკერინო ან ილ-მეკერინო, მეკეროს ნაშიერი). 1509 წელს რომში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ დომენიკოს სიენა აღარც დაუტოვებია.

როგორც მხატვარმა ფლორენციული სკოლის გავლენა განიცადა, მაგრამ განსაზღვრული პროვინციული სტილი მაინც შეინარჩუნა. სიუჟეტის აგებისას ბეკაფუმის ახასიათებს ექსცენტრულობა, სინათლის ფანტასტიკურ ეფექტთა ძიება და პერსპექტიული ცდები.

სიენის მუზეუმების გარდა, ბეკაფუმის ნამუშევრები რომის, ფლორენციის, პარიზის, ლონდონის, მადრიდის, ლოს-ანჯელესის, ნიუ-ორლეანისა და სხვა. პინაკოთეკებში ინახება. ერთ-ერთი ტილო წმინდა ეკატერინეს მისტიკური ქორწინება (დაახ. 1521) ერმიტაჟში ინახება.

XVI საუკუნის მეორე ათწლეულის ბეკაფუმის საუკეთესო ნამუშევართა შორის შესანიშნავი ქარვის ხატი — „წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელის მეცადინეობაა“.

მისი სკულპტურებიდან ცნობილია ბრინჯაოს რვა ანგელოზი სიენის ტაძარში.