ენცო ბეარზოტი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ენცო ბეარზოტი [კომ. 1] | ||
დაბადების თარიღი | 26 სექტემბერი, 1927 | ||
დაბადების ადგილი |
აიელო-დელ-ფრიული, ფრიული-ვენეცია-ჯულია, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 21 დეკემბერი, 2010 (83 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მილანი, იტალია | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მცველი, ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1946–1948 | პრო გორიცია | 39 | (2) |
1948–1951 | ინტერი | 19 | (0) |
1951–1954 | კატანია | 95 | (5) |
1954–1956 | ტორინო | 65 | (1) |
1956–1957 | ინტერი | 27 | (0) |
1957–1964 | ტორინო | 164 | (7) |
სულ | 409 | (15) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1955 | იტალია | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1964–1967 | ტორინო (ახალგ.) | ||
1968–1969 | პრატო | ||
1969–1975 | იტალია (23 წლ.) | ||
1975–1986 | იტალია | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ენცო ბეარზოტი (იტალ. Enzo Bearzot; დ. 26 სექტემბერი, 1927, აიელო-დელ-ფრიული, ფრიული-ვენეცია-ჯულია, იტალია — გ. 21 დეკემბერი, 2010, მილანი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველისა და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა „პრო გორიციას“, „ტორინოს“, „ინტერის“, „კატანიის“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1975–1986 წლებში იყო იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით „სკუადრა აძურამ“ 1982 წელს მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.[1][2]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენცო ბეარზოტი საკლუბო კარიერას 1946 წელს, იტალიის სერია B-ს მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პრო გორიციაში“ იწყებს, სადაც 1948 წლამდე თამაშობს. მის რიგებში 39 მატჩში იღებს მონაწილეობას და 2 გოლი გააქვს. 1948 წლიდან 1951 წლამდე „ინტერის“ რიგებშია, სადაც იტალიის სერია A-ს 19 შეხვედრას თამაშობს. 1951–1954 წლებში სერია B-ს პირველობაზე მოასპარეზე „კატანიის“ ღირსებას იცავს (95 მატჩი, 5 გოლი). 1954–1956 წლებში „ტორინოს“ შემადგენლობაშია (65 მატჩი, ერთი გოლი). 1956–1957 წლების სეზონს კვლავ „ინტერის“ რიგებში ატარებს, სადაც ამჯერად 27 შეხვედრაში იცავს გუნდის ღირსებას. 1957 წლიდან „ტორინოს“ უბრუნდება და მომდევნო შვიდი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში აგრძელებს თამაშს. „ბორდოსფერთა“ მაისურით სერია A-ს 164 მატჩში გამოდის მოედანზე და შვიდჯერ იღებს მეტოქეთა კარს. სათამაშო კარიერას 1964 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სერია B: 1953–54
- სერია B: 1959–60
სამწვრთნელო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდივიდუალური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Seminatore d'oro: 1982
- მსოფლიოს წლის საუკეთესო მწვრთნელი World Soccer-ის ვერსიით: 1982
- ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელის ზეპ ჰერბერგერის ჯილდო: 1982
- Panchina d'Oro სამწვრთნელო მიღწევებისთვის: 1992
- იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი: 2011
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თორელი, გ., უძლიერესი გუნდების მესაჭენი // „ლელო“, 28 იანვარი, 1978, № 20 (6085), გვ. 3, ISSN 2233-3827.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FIFA Tournaments · Players & Coaches · Enzo Bearzot დაარქივებული 2019-05-25 საიტზე Wayback Machine.
- Daily Telegraph Obituary
- National Football Teams.com
კომენტარები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართულ და რუსულ სპორტულ მედიაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო და დღემდე გამოიყენება მისი გვარის ეს ვარიანტი — ბეარზოტი, თუმცა მისი მართებული ფორმაა — ბეარძოტი. შდრ. დინო ძ-ოფი (იტალ. Dino Z-off; Italian pronunciation: diːno dˈdzɔf) — ენცო ბეარ-ძ-ოტი (იტალ. Enzo Bear-z-ot; Italian pronunciation: ɛntso bearˈdzɔt).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bearzot Enzo: la leggenda del Vecjo. Una carriera calcistica da mediano, poi la lunga gavetta da tecnico azzurro e la splendida vittoria, tra la diffidenza generale, ai Mondiali del 1982. Una grande uomo, ingiustamente emarginato dal calcio che conta. Storie di Calcio. წაკითხვის თარიღი: 25 მაისი, 2019.
- ↑ E' morto Enzo Bearzot. La Gazzetta dello Sport.it (21 დეკემბერი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24-05-2012. ციტატა: „Friulano d'origine, aveva 83 anni. Giocò da mediano anche nell'Inter, prima di allenare con Rocco, Fabbri e Bernardini. Alla guida della Nazionale dal 1975, conquistò il quarto posto ad Argentina '78 e vinse il Mondiale quattro anni dopo con Rossi e Cabrini. Suo il record di presenze sulla panchina azzurra: 104“ ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.