შინაარსზე გადასვლა

ეპიდავრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ეპიდავრი
Επίδαυρος
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
რეგიონი არგოლისი
კოორდინატები 37°38′00″ ჩ. გ. 23°08′00″ ა. გ. / 37.63333° ჩ. გ. 23.13333° ა. გ. / 37.63333; 23.13333
ოფიციალური ენა ბერძნული ენა|ბერძნული
მოსახლეობა 8 115 კაცი (2011)
ეროვნული შემადგენლობა ბერძნები
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 21054
საავტომობილო კოდი AP
ეპიდავრი — საბერძნეთი
ეპიდავრი

ეპიდავრი (ბერძ. Επίδαυρος) — ქალაქი საბერძნეთში, მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ანტიკურ პერიოდში წარმოადგენდა ეპიდავრიის მხარის ცენტრს. ცნობილია უძველესი თეატრითა (ნანგრევებიღაა შემორჩენილი) და ასკლეპიას ტაძრით. დღესდღეობით ნანგრევების გვერდზე წარმოქმნილია მეთევზეთა მცირე დასახლება.

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები სწორედ თეატრი და ტაძარია. თეატრი ძვ.წ VI-V საუკუნეებით თარიღდება. ტაძარში მრავალი მომლოცველი მოდიოდა დაავადებებისგან განკურნების მიზნით. უკვე IV საუკუნეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ტაძარი გახდა საბერძნეთში და ასევე რომშიც. თეატრი, რომელიც ძვ.წ IV საუკუნით თარიღდება 14 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი. ძველი ბერძნების რწმენით დაავადებებისგან განკურნება არა მარტო წამლებით, არამედ თეატრალური წარმოდგენებითაც შეიძლებოდა. ამჟამად თეატრის გვერდზე არქეოლოგიური მუზეუმია, რომელშიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ექსპონატებია დაცული.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საბერძნეთში

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]