ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
სომხ. Ժամանակակից արվեստի թանգարան | |
40°10′34″ ჩ. გ. 44°30′10″ ა. გ. / 40.17611° ჩ. გ. 44.50278° ა. გ. | |
დაარსდა | წ. |
ქვეყანა | სომხეთი |
მდებარეობა | ერევანი |
ოფიციალური საიტი | https://mamy.am |
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (სომხ. Ժամանակակից Արվեստի Թանգարան)) — მუზეუმი სომხეთში, მდებარეობს ერევანში, მესროპ მაშტოცის გამზირზე, კორპუსი №7.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი დაარსდა 1972 წელს ხელოვნებათმცოდნე ჰენრიხ იგიტიანის ინიციატივით (იგი იყო მუზეუმის დირექტორი 37 წელი) ერევნის მერის გრიგორ ასრატიანის და იმდროინდელი რამდენიმე სომეხი მხატვრის მხარდაჭერით.[1] დიდი ხნის განმავლობაში ერევნის მუზეუმი იყო ერთადერთი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სსრკ-ში.[2]
მუზეუმის პირველი გამოფენა შედგებოდა სამოციანი წლების სომეხი მხატვრების: მინას ავეტისიანის, აკოფ აკოფიანის, რუდოლფ ხაჩატრიანის, ვრუირ გალსტიანის და სხვათა ნამუშევრებისგან.[3]
თანამედროვე მდგომარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ახალი თაობის სომეხი მხატვრების ნამუშევრები: სარქის ამალბაშიანი, არტურ სარქსიანი, მარინა დილანიანი, ალბერტ აკოფიანი, სამველ ბაღდასარიანი, არშიკ არშატიანი, რუბენ გრიგორიანი — ასევე უცხოელები: ტალინ ზაბუნიანი, ვაჩე დემირჩიანი, ლორან ნისუ სენი, შარის კარაპეტიანი (საფრანგეთი), ზიტა აფშარი, გერი ჯონი, მაიკლ გორმანი, სებასტიანო, კრის ბრაუნი (აშშ), სემ გრიგორიანი (გერმანია), ჰაიკ მესროპიანი (შვეიცარია) , ონიკ ატამიანი (დიდი ბრიტანეთი), არუტიუნ ჯინანიანი (რუსეთი).[3]
2004 წელს ამერიკელმა მეცენატმა გრიგორ მურადიანმა მუზეუმს შესწირა ემილ კაზაზის ნახატები და სკულპტურები, ხოლო 2010 წელს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატმა მუზეუმისთვის გარენ ბედროსიანის სკულპტურები შეიძინა.[3]
მუზეუმი მდებარეობს მესროპ მაშტოცის გამზირზე, მისი დირექტორია ნუნე ავეტისიანი.[4]
2020 წელს ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ტურისტული პორტალ TurStat-ის[5] მიხედვით დსთ-ში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პოპულარულ მუზეუმების ხუთეულში მოხვდა.
მუზეუმი არის პროგრამის „ერევნის ბარათის“ პარტნიორი.[6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Թանգարանի պատմությունը. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ Monica Ellena. (01.07.2016) Contemporary Art from Former Soviet Union Finds Collectors. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ 3.0 3.1 3.2 Երևանի ժամանակակից արվեստի թանգարան. ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ ԺԱՄԱՆԱԿԱԿԻՑ ԱՐՎԵՍՏԻ ԹԱՆԳԱՐԱՆ պետական ոչ առևտրային կազմակերպություն (ՊՈԱԿ). ციტირების თარიღი: 2020-10-23
- ↑ „Ереванский Музей современного искусства включен в пятерку самых популярных в СНГ“. Новости-Армения. 21.04.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2020-10-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Музей современного искусства г. Еревана. ციტირების თარიღი: 2020-10-23