ვალერი გელაშვილი დაიბადა 1960 წლის 18 იანვარს, ხაშურში. 1976 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაშურის №3 საშუალო სკოლა; 1977-1981 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, მასწავლებლის სპეციალობაზე. 1981-1991 წლებში მუშაობდა ფიზიკური კულტურის მასწავლებლად; 1991-1999 წლებში იყო დახურული სააქციო საზოგადოება V&G-ს გენერალური დირექტორი. 2006-2012 წლებში მეორედ გახდა დსს V&G-ს გენერალური დირექტორი. 2011-2012 წლებში კი იყო შპს „ევრას“ დირექტორი.