შინაარსზე გადასვლა

თარგი:დღის მოვლენები:04-13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰენრი IV
ჰენრი IV
  • 1250 : მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა დამარცხდა ეგვიპტეში; საფრანგეთის მეფე ლუი IX შეიპყრეს.
  • 1598 : საფრანგეთის მეფემ ანრი IV-მ (სურათზე) ხელი მოაწერა ნანტის ედიქტს, რომლითაც ფრანგ ჰუგენოტებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
  • 1829 : დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ემანსიპაციის აქტი, რომლითაც ინგლისელ კათოლიკეებს რწმენის თავისუფლება მიენიჭათ.
  • 1919 : მიუნხენში ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს.
  • 1943 : ბერლინის რადიოს განცხადებით კატინის ტყეში აღმოაჩინეს ნკვდ-ს მიერ 1940 წელს მასიურად დახვრეტილი პოლონელი სამხედროების სამარხი.
  • 1984 : ინდოეთის ჯარების მიერ ქაშმირის სიაჩენის რაიონში გატარებულ სადამსჯელო ოპერაციას პაკისტანთან სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა.
  • 1997 : ტაიგერ ვუდსი გოლფის მასტერსის ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.