შინაარსზე გადასვლა

თეირანი-43

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„„თეირანი-43““

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი
როლებში ალენ დელონი,
იგორ კოსტალევსკი
არმენ ჯიგარხანიანი
კომპოზიტორი ჟორჟ გარვარენცი
სტუდია „მოსფილმი“
გამოსვლის თარიღი 1980
ხანგრძლივობა 144 წუთი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
შვეიცარიის დროშა შვეიცარია

„თეირანი-43“ (რუს. Тегеран-43) — კინოსტუდიების „მოსფილმის“, „Mediterranee Cinema“-ს და „Pro Dis Film“-ის ერთობლივი ნამუშევარი. რეჟისორები — ალექსანდე ალოვი და ვლადიმერ ნაუმოვი.[1]

ფილმი 1980 წელს გამოვიდა საბჭოთა კინოთეატრების ეკრანებზე. ეს იყო სსრკ, საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთობლივი ნამუშევარი. ფილმში მოქმედება ხდება მოსკოვში, პარიზსა და თეირანში პარალელურად დროის ორ განზომილებაში: 1943 წ. და 70-იან წლებში. თეირანში მოქმედებების გადასაღებად ბაქო გადაიქცა ირანის დედაქალაქად. გადაღებები მიმდინარეობდა იჩერი-შეჰერში და აფშერონზეკალას სასაფლაოზე. გადაღებებში გამოყენებულია ასევე განი მამედოვის სახლი.

ფილმში აჟღერებული სიმღერა „Une vie d’amour“ („მარადიული სიყვარული“) შარლ აზნავურის შესრულებით, შემდეგში მსოფლიო ჰიტად იქცა. გავრცელდა ასევე სიმღერის რუსული ვარიანტიც.

ფილმში აღწერილია საბჭოთა მზვერავის — ანდრეი ბოროდინის და სპარსული ენის თარჯიმნის, რუსი წარმოშობის ფრანგი ქალის — მარი ლუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც 1943 წელს პოლიტიკური მოვლენების — თეირანში სამი დიდი ქვეყნის (სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ლიდერების შეხვედრის ფონზე ვითარდება. მოლაპარაკების წინ თეირანში ჩადის ტერორისტების ჯგუფი, რომელსაც მესამე რეიხის აგენტი შერნერი (ზედმეტ სახელად „ჯალათი“) ხელმძღვანელობს. მათი ჩასვლის ოფიციალური მიზეზი შვეიცარიაში გარდაცვლილი მდიდარი ირანელის დაკრძალვის ცერემონიაა, რომელსაც ვითომ დამკრძალავი ბიუროს აგენტი, სინამდვილეში კი შერნერის მიერ დაქირავებული მკვლელი — მაქს რიშარი უძღვება. ანდრე, რომელიც საიდუმლო აგენტად მიემგზავრება თეირანში, რომ უზრუნველყოს მოლაპარაკებების უსაფრთხოდ ჩატარება, ჟენევის აეროპორტში გაიცნობს მარის. მარისთან ახლოს ყოფნით მაქსსაც უთვალთვალებს და საბოლოოდ მის მზაკვრულ გეგმასაც გაშიფრავს. გარდაცვლილის ადვოკატი ხვდება, რომ ირანელი მოკლეს და თავადაც ჩათრეულია ამ ამბავში. მალე მასაც კლავენ. მარი ტერორისტებს გაექცევა და საფრანგეთში ბრუნდება, სადაც პატარა გოგონა ელოდება.

შერნერს მაქსის გარდა სხვა გეგმაც ჰქონდა, რომელიც ასევე გაიშიფრა. მალე ქალაქში ტერორისტების მასიური დაპატიმრებები იწყება, მაგრამ ორგანიზატორები შერნერი და მაქსი ახერხებენ გაქცევას.

1970-იან წლებში ამ ისტორიისადმი ინტერესი ისევ გაიზრდება, რადგან მაქსი, ერიხ ბეხლერის ფსევდონიმით, გადაწყვეტს აუქციონზე გაიტანოს ძველი წლების კინოქრონიკა (რომელიც დაკარგულად ითვლებოდა) და თავისი მემუარები მაშინდელი მოვლენების შესახებ. ანდრეის, როგორც ომისდროინდელი მოვლენების ცოცხალ მოწმეს, საბჭოთა მხარე ექსპერტად აგზავნის აუქციონზე. გააქტიურდნენ ტერორისტები. იწყება ნადირობა დოკუმენტებზე და იმ წლების ცოცხალ მოწმეებზე: მაქსზე და თარჯიმან მარიზე. მაქსი ხვდება ახალგაზრდა პარიზელ ფრანსუაზას. მას ენდობა, მაგრამ ფრანსუაზა საკუთარ მიზნებს მისდევს და მუშაობს შერნერისთვის. ადვოკატ ლეგრენს მოტყუებით გამოსძალავენ დოკუმენტაციის ნაწილს, აყაჩაღებენ ბანკს, სადაც ინახება დოკუმენტები, იტაცებენ მას და ბოლოს კლავენ მაქსსაც. იღუპება პოლიციის ინსპექტორი ფოშიც, რომელიც მარის დაცვას ცდილობს ტერორისტების თავდასხმისაგან. ანდრე წლების წინ დაკარგულ მარის შეხვდება, მაგრამ ისევ კარგავს მას, ამჯერად სამუდამოდ. ანდრეი ხვდება, რომ იმ ქარცეცხლიანი დღეების ყველა მოწმე და საბუთი განადგურებულია, მხოლოდ მის მეხსიერებაში შემორჩა და საბოლოოდ მოსკოვში ბრუნდება.

  • იგორ კოსტალევსკიანდრეი ბოროდინი (მზვერავი)
  • ნატალია ბელოხვოსტიკოვამარი ლუნი (დედა), ნატალი ლუნი (შვილი), მარის დედა
  • არმენ ჯიგარხანიანი — მაქს რიშარი
  • ალბერტ ფილოზოვი — შერნერი
  • ალენ დელონი — ინსპექტორი ფოში
  • კლოდ ჟადი — ფრანსუაზა
  • კურდ იურგენსი — ადვოკატი ლეგრენი
  • ჟორჟ ჟერე — „დენის პიუ“
  • ნიკოლოზ გრინკო — ერმოლინი (ანდრეის შეფი, უშიშროების რეზიდენტი ირანში)
  • გლებ სტრიჟენოვი — ადვოკატი ჟერარ სიმონი
  • ვსევოლოდ სანაევი — სასტუმროს მეპატრონე, უშიშროების აგენტი
  • ელენა დაბრანრავოვა — ლეგრენის მდივანი
  • აბესალომ ლორია — ირანელი ოსტატი
  • ბაადურ წულაძე — გარდაცვლილი მდიდარი ირანელის შვილი
  • ნატალია ნაუმოვა — მარი ბავშვობაში
  • გიორგი სააკიანი — სტალინი
  • მაირბეკ ციხიევი — ჩერჩილი
  • ვლადიმერ ბასოვი — ტაქსის მძღოლი
  • არუთიუნ აკოპიანი — ფოტოგრაფი მუსტაფა

პრემიები და ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1981 — სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1981 — საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი — ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი
  • 1981 — მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს პრიზი — ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი
  • 1981 — ორგანიზაცია „სამშობლოს“ პრიზი — ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „თეირანი-43“ IMDB-ზე