იაროსლავ ჰაშეკი
იაროსლავ ჰაშეკი | |
---|---|
ჩეხ. Jaroslav Hašek | |
დაბადების თარიღი | 30 აპრილი, 1883[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[1] [17] [9] [12] [13] [18] [16] |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 1923[1] [17] [2] [3] [4] [5] [6] [7] [19] [8] [9] [10] [11] [12] [15] [16] (39 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლიპნიცე-ნად-საზავოუ, ჩეხოსლოვაკია[1] [9] [12] [18] [16] |
დასაფლავებულია | Starý hřbitov |
საქმიანობა | ავტორი[1] [20] , სატირიკოსი[20] [18] , რომანისტი, ჟურნალისტი[12] [18] [16] , მწერალი[12] [18] [16] , პუბლიცისტი[9] [18] და იუმორისტი[18] |
ენა | ჩეხური ენა და რუსული ენა |
მოქალაქეობა |
ბოჰემიის სამეფო ჩეხოსლოვაკია |
ალმა-მატერი | Reálné gymnázium v Ječné |
Magnum opus | კარგი ჯარისკაცი შვეიკი |
მეუღლე | იარმილა გაშეკოვა[18] და Alexandra Lvova |
შვილ(ებ)ი | Richard Hašek |
ხელმოწერა | |
იაროსლავ ჰაშეკი (დ. 30 აპრილი, 1883, პრაღა — გ. 3 იანვარი, 1923, ლიპნიცე) — ჩეხი მწერალი.
დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. დაამთავრა კომერციული სასწავლებელი. ბეჭდვა დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში. თავდაპირველად აქვეყნებდა მგზავრულ ნარკვევებსა და იუმორისტულ ჩანახატებს. ჰაშეკს ეკუთვნის ათასამდე ნარკვევი, მოთხრობა და ფელეტონი, რომლებშიც დასცინის ბიუროკრატიულ სახელმწიფოს აპარატს, ბურჟუაზიულ მორალსა და სამღვდელოებას.
1912 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული „ყოჩაღი ჯარისკაცი და სხვა გასაოცარი ისტორიები“. 1915 ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაიწვიეს. მალე რუსებს ჩაბარდა ტყვედ. 1916 შევიდა რუსეთში შექმნილ ჩეხ-სლოვაკთა სამხედრო ნაწილში. თანამრომლობდა გაზეთ „ჩეხოსლოვანში“ (კიევი). ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ჰაშეკი გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე, გახდა რკპ (ბ) წევრი და შევიდა წითელი არმიის რიგებში (1918). თანამშრომლობდა საფრონტო გაზეთებში.
რუსულად გამოაქვეყნა „ადმირალ კოლჩაკის არმია“ და „ხუცეს მალიუტას დღიური“ (ორივე 1919). 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჰაშეკის შემოქმედების მწვერვალია რომანი „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს“ (1921-1923, დაუმთავრებელია). შვეიკი — „პატარა ადამიანი“ გამოხატავს ხალხის პროტესტს ომის წინააღმდეგ.
ქალაქ ლიპნიცეში (ჩეხეთი) 1959 წელს გაიხსნა ჰაშეკის მუზეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 609.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Востокова С. И. Гашек // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 Babelio — 2007.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Czech National Authority Database
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 13.0 13.1 Databáze Vojenského historického archivu
- ↑ Databáze Vojenského historického archivu
- ↑ 15.0 15.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ 17.0 17.1 Востокова С. И. Гашек Ярослав // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1971. — Т. 6 : Газлифт — Гоголево. — С. 148–149.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 18.7 Catalog of the German National Library
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ 20.0 20.1 М. Скачков Гашек // Литературная энциклопедия — Коммунистическая академия, Большая российская энциклопедия, Художественная литература, 1929. — Т. 2.