შინაარსზე გადასვლა

იდლი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრადიციული სტილის იდლი

იდლი სანელებლებიანი ბრინჯის ნამცხვრის სახეობაა, რომელიც ინდოეთის სუბკონტინენტზე წარმოიშვა. კერძი ძალიან პოპულარულ საუზმეს წარმოადგენს ინდოეთის სამხრეთ რეგიონებში, ტამილში და შრი-ლანკაში.

იდლის რამდენიმე ვარიაცია არსებობს, ერთ-ერთია რავა იდლი, რომელიც სემოლონისაგან მზადდება. რეგიონალური ვარიანტებია: კონკანისთვის დამახასიათებელი სანნა და უდუპისთვის დამახასიათებელი კადაბუ. ისინი ორთქლზე, ჯექფრუტის ფოთლებში გახვეული მზადდება.

თანამედროვე იდლის წინამორბედი რამდენიმე ინდურ ნაწარმოებშია ნახსენები. ვადარადჰანეში, რომელიც 920 წლით თარიღდება და კანნადას ენაზეა შესრულებული, მოიცავს ნაწერს ,,იდალიგე'', რაც სავარაუდოდ იდლის წინაპარი უნდა იყოს. დასავლეთ ჩალუკიას მეფემ და სწავლულმა სომეშვარამ III- მ, რომელიც მეფობდა იმ ადგილას, რომელსაც ახლა კარნატაკა ჰქვია, თავის ენციკლოპედიაში შეიტანა იდილის რეცეპტი, მანასოლასა (ახ. წ. 1130). ამ სანსკრიტულენოვან ნაწარმოებში აღწერილია საკვები, როგორც იდდარიკა. ამ რეცეპტით მომზადებულ საჭმელს კარნატაკაში ახლა უდინას იდლი ეწოდება. [1]

იდლის სერვირების მაგალითი

ცნობები თანამედროვე რეცეპტის შესახებ ინდურ ნამუშევრებში მხოლოდ ახ. წ. 1250 წლის შემდეგ გვხვდება. სურსათის ისტორიკოსი კ. აჩაია ვარაუდობს, რომ თანამედროვე იდილის რეცეპტი შესაძლოა წარმოშობილი იყოს დღევანდელ ინდონეზიაში, რომელსაც ორთქლზე მომზადებული საკვების დიდი ტრადიცია გააჩნია.[2] აჩაიამ მოიხსენია ინდონეზიური კერძი, სახელწოდებით "ქედლი", რომელიც მისი თქმით, იდლის მსგავსი იყო. [3] ჯანაკი ლენინმა, რომელიც ამ მოსაზრებით დაინტერესებული იყო, ინდონეზიურ სამზარეულოში მსგავსი სახელწოდების კერძი ვერ აღმოაჩინა. 2015 წელს ჩენაში მცხოვრებმა იდლის მეწარმემ ენიავანმა დაიწყო 30 მარტის აღნიშვნა, როგორც ,,იდლის მსოფლიო დღე" [4]

რაგი იდლი

იდლის მომზადებისთვის, მოუმზადებელი ბრინჯის ოთხი ნაწილიდან ერთი ოთხიდან ექვს საათამდე უნდა დავალბოთ. სურვილისამებრ შესაძლებელია სანელებლების დამატებაც, როგორიცაა ცერეცოს თესლი, რაც კერძს არომატულობას სძენს. დალბობის შემდეგ ბრინჯი მსუბუქად იკეპება, დაუმუშავებელ ბრინჯს - კი ძალიან წვრილად ფქვავენ. ეს ორი ნაწილი ერთმანეთში ირევა. ნარევს ფერმენტაციისთვის მთელი ღამით ტოვებენ, რის შემდეგაც ნარევის მოცულობა ორმაგდება. იდლის მზა ცომს სპეციალურ ცხიმწასმულ ფორმებში ყრიან ორთქლზე მოშუშების მიზნით. იდლი მდუღარე წყალზე დამაგრებულ ყუთებში დაახლოებით 15-20 წუთი შერდება. ხშირად იდლს ფორმებში ფურცელს უფენენ, მაგრამ მეტად გავრცელებულ ხერხს მცენარეების ფოთლები წარმოადგენს.

მუდაი იდლი

იდლის ძალიან მსუბუქი გემო აქვს, რის გამოც მასთან ერთად სუნელების გამოყენებაა საჭირო. იდლის ხშირად სამბართან ერთად მიირთმევენ. რეგიონებსა და ცალკეულ ადამიანებს შორის ძალიან განსხვავდება შესატანებლებიც. მას ასევე მიირთმევენ ჩუტნეისთან (ქოქოსის სოუსი), კაარა ჩუტნეისთან (ხახვის სოუსთან) ან ცხარე თევზის სუპებთან ერთად. მშრალი სანელებლების ნარევი პოდი მოსახერხებელია მაშინ, როდესაც კერძი მოგზაურობაში მიგვაქვს.

სამხრეთ ინდოელებისა და შრი-ლანკელების ემიგრაციაში მთელ რეგიონში და მსოფლიოში, თითქმის უამრავი ადგილობრივი ვარიაციების გავრცელების გარდა, ახლების შექმნაც გამოიწვია. ძნელად მოსაპოვებელი ინგრედიენტებისა და წეს- ჩვეულებების გამო ნაწილობრივ შეიცვალა ინგრედიენტებიც. შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღაზიაში დაფქული ბრინჯი ან ბრინჯის ნაღები. ანალოგიურად, ხორბლის ბურღული ან ნაღები შეიძლება გამოყენებულ იქნას რავა იდლის (ხორბლის იდლი) მოსამზადებლად.[5]

  1. K. T. Achaya (12 May 1994). Indian Food: A Historical Companion. Oxford University Press, USA. ISBN 978-0-19-563448-8.
  2. D. Balasubramanian (21 October 2004). "Changes in the Indian menu over the ages". The Hindu.
  3. "Idli saga: A study into the origin of the South Indian dish".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-24. ციტირების თარიღი: 2020-09-28.
  4. "World Idli Day 2018: Here's The Intriguing Story Behind This Delicious Day". NDTV. 30 March 2018.
  5. Geeta, Seth."Rava Idli : (Cream of wheat or sooji idli)". North India Cooking. Retrieved 14 October 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იდლი“-დან