ინკრუსტაცია
იერსახე
ინკრუსტაცია (ლათ. incrustatio<incrusto — ვფარავ ფენით ან ქერქით, ვაწყობ მარმარილოთი) — ნაკეთობის ან შენობის (ფასადის, ინტერიერის) დეკორირების სახეობა, მარმარილოს, კერამიკის, ლითონის, ხის, სადაფის და ა. შ. ნატეხების საგნის ზედაპირში ჩასმა. ცნობილია ინკრუსტაციის სხვადასხვა სახეობა: ხისა ხით (ინტარსია), ლითონის ლითონით, ქვისა ქვით გაწყობა. ძვ. აღმოსავლეთსა და ანტიკური ეპოქის ქანდაკებებს თვალები ინკრუსტაციით აქვს შესრულებული. თანამედროვე მშენებლობაში ინკრუსტაცია არსებითად ნიშნავს ბეტონის ფილებზე კერამიკული ნაფხვენით ფაქტურის შექმნას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 165.