შინაარსზე გადასვლა

იოჰან ერნსტ ფაბრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ერნსტ ფაბრი
გერმ. Johann Ernst Fabri
დაბ. თარიღი 16 ივლისი, 1755(1755-07-16)
დაბ. ადგილი ოლესნიცა
გარდ. თარიღი 30 მაისი, 1825(1825-05-30) (69 წლის)
გარდ. ადგილი ერლანგენი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოგრაფი, სტატისტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მუშაობის ადგილი ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი

იოჰან ერნსტ ფაბრი (გერმ. Johann Ernst Fabri; დ. 16 ივლისი, 1755 — გ. 30 მაისი, 1825) — გერმანელი გეოგრაფი და სტატისტიკოსი.

იოჰან ფაბრი დაიბადა სილეზიაში. 1776 წელს დაიწყო ჰალეს უნივერსიტეტში თეოლოგიის შესწავლა, თუმცა მოგვიანებით მის ინტერესთა სფეროში მოექცა გეოგრაფია და ისტორია. შემდგომ იგი მუშაობდა პრივატ-დოცენტად გეტინგენის უნივერსიტეტში, სადაც იმყოფებოდა ცნობილი მეცნიერების გავლენის ქვეშ, რომელთა შორის იყვნენ იოჰან კრისტოფ გატერერი, ავგუსტ ლუდვიგ შლეცერი, იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი.

1786 წელს გადავიდა იენაში, როგორც გეოგრაფიისა და სტატისტიკის ადიუნქტ-პროფესორი, ხოლო 1794 წელს გახდა ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორი. დიდი ხნის განმავლობაში ფაბრი ლექციების კითხვისას არ იღებდა ანაზღაურებას, მხოლოდ 1815 წლიდან დაენიშნა მას ფიქსირებული ხელფასი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]