იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უზბეკეთში — უზბეკეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში.
2016 წლის მონაცემებით უზბეკეთში მსოფლიო მემკვიდრეობის 5 იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია . ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საერთო რაოდენობის (1052) 0,5 %. 5 ძეგლიდან მხოლოდ ერთია (დასავლეთი ტიან-შანი) ბუნების ძეგლი, ხოლო დანარჩენი ოთხი კი კულტურული კრიტერიუმებით მოხვდა იუნესკოს სიაში.
უზბეკეთმა მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1993 წლის 13 იანვარს[1]. უზბეკეთის ტერიტორიაზე მდებარე პირველი ობიექტი (იჩან-ყალა) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს 1990 წელს.
ცხრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | სურათი | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | იჩან-ყალა | ოლქი: ხორეზმი |
XIV საუკუნე | 1990 | № 543 | iii, iv, v | |
2 | ქალაქ ბუხარის ისტორიული ცენტრი | ოლქი: ბუხარა |
XII — XVI საუკუნეები | 1993 | № 602 | ii, iv, vi | |
3 | შაჰრისაბზის ისტორიული ცენტრი | ოლქი: კაშკადარიო | XV — XVI საუკუნეები | 2000 | № 885 | iii, iv | |
4 | სამარყანდი — კულტურების გზაჯვარედინი | ოლქი: სამარყანდი |
XIV — XV საუკუნეები | 2001 | № 603 | i, ii, iv | |
5 | დასავლეთი ტიანშანი | 2016 | № 1490 | x |
ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|