კათედრალური კაპიტული
იერსახე
კათედრალური კაპიტული — კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში კათედრალური ტაძრის სასულიერო პირთა (კანონიკთა) კოლეგია, დიოცეზის (ეპარქიის) სამართავად ეპისკოპოსთან არსებული საბჭო. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ (ახლის არჩევამდე) დიოცეზს მართავს კაპიტულის მიერ არჩეული პირი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 387.