კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება
თარიღი | 680 — 17 თებერვალი, 681; 692 |
---|---|
აღიარებს | |
წინა კრება | კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება |
შემდეგი კრება | ნიკეის მეორე საეკლესიო კრება |
მოიწვია |
კონსტანტინე IV პოგონატი აუგუსტინიანე II |
ესწრებოდა | 248 სასულიერო პირი |
საკითხები | მონოფელიტობა |
კანონები | დამტკიცდა 102 კანონი |
კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, გაიხსნა 680 წელს და დაიხურა 681 წლის 17 თებერვალს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ კონსტანტინე IV პოგონატის ინიციატივით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრებას ესწრებოდა 243 ეპისკოპოსი, თუმცა გარკვეულ ეტაპზე ეს რიცხვი იცვლებოდა. კრება შეიკრიბა მონოფელიტების სწავლების წინააღმდეგ, რომლებიც მონოფიზიტების შემდეგ გაჩნდნენ და სახელმწიფოში რელიგიურ განხეთქილებას ჰქმნიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო ერთი, ღვთაებრივი ნებისყოფაო.
არც მეხუთესა და არც მეექვსე კრებებს საეკლესიო კანონები არ გამოუციათ. სამაგიეროდ მეექვსე მსოფლიო კრების სხდომები განახლდა 692 წელს, კეისარ აუგუსტინიანე II-ის მოწვევით, რომელზედაც გამოცემულ იქმნა 102 კანონი და ამით შეივსო მეხუთე და მეექვსე კრებების ხარვეზი საეკლესიო სამართლის საკითხში. აღნიშნულ კანონებს უწოდებენ ტრულის (სვეტების) კრების კანონებსაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 108
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|