მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაბირინთოდონტები (ლათ. Labyrinthodontia) — დიდი ზომის (5 მ სიგრძის) ნამარხი ამფიბიების ზერიგი. კბილის ჰორიზონტალურ კვეთში დენტინის შრე ლაბირინთის მსგავსად იყო დანაოჭებული. ცხოვრობდნენ დაჭაობებულ ტყეებში, ტბებსა და მდინარეებში, ზოგიერთი — ნაპირებზე. გავრცელებული იყვნენ გვიანდელი დევონურიდან ადრინდელი იურულ ეპოქამდე. ცნობილია ევროპიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან. ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები აგებულებით ახლოს დგანან ქვეწარმავლების წინაპარ ფორმებთან.