ლია გუდაძე
ლია გუდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1940 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) |
ნუგზარ შარია, ლევან კავილაძე |
ლია გუდაძე (დ. 11 დეკემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1981[1]).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1963-1992 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სტუდენტობისას მონაწილეობდა კინოგადაღებებში: „გლახის ნაამბობი“ (რეჟ. ლ. ესაკია, 1961); „კეთილი ადამიანები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1961). ერთნაირად ბრწყინავდა როგორც თეატრის სცენაზე, ასევე კინოფილმებში. გადაღებულია 40-ზე მეტ ფილმში. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა კომედიაში „ლონდრე“ (რეჟ. თ. მელიავა, 1966, ამეთვისტო). გადაღებულია ფილმებში: „უყაიმო თამაში“ (რეჟ. ი. ქავთარაძე, 1966); „არ იდარდო“ (რეჟ. გ. დანელია, 1969); „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1973); „სოფლის აშიკი“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1976); „დათა თუთაშხია“ (რეჟ. გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978); „მეცამეტე გოჭი“ (რეჟ. რ. ჭარხალაშვილი, 1979); „იცოცხლე გენაცვალე!“ (რეჟ. თ. გომელაური, ვ. კიკაბიძე, 1981); „გმადლობთ, რატილი“ (რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1984); „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986); „გამოცხადება“ (რეჟ. გ. მატარაძე, 1988), „მდგმურები“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1989), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989); „ოქროს ობობა“ (რეჟ. მ. ანთაძე, გ. ქავთარაძე, დ. კვარაცხელია, 1992), „ქუჩის დღეები“ (რეჟ. დ. კოღუაშვილი, 2010).
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
1966 | ფ | უყაიმო თამაში | დალი |
1966 | ფ | ლონდრე | ამეთვისტო - დიამბეგის ცოლი |
1969 | ფ | არ იდარდო! | ვანოს მეუღლე - მარგო |
1973 | ფ | ვერის უბნის მელოდიები | გეურქოვის მეუღლე |
1976 | ფ | სოფლის აშიკი | პასიკო |
1977 | ფ | სიცოცხლე ერმილეს | |
1979 | ფ | მეცამეტე გოჭი | |
1981 | ფ | იცოცხლე, გენაცვალე | ლუიზა |
1983 | ფ | გმადლობთ რატილი | |
1984 | ფ | სკაპენის ოინები | |
1986 | ფ | ახალი არკადია | ლია |
1988 | ფ | გამოცხადება | |
1988 | ფ | გრაციოზო | |
1989 | ფ | მდგმურები | |
1989 | ფ | ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი | სენიორა |
1992 | ფ | ოქროს ობობა | ჟანა |
2010 | ფ | ომი და ქორწილი | |
2010 | ფ | ქუჩის დღეები | |
2010 | ფ | მაიტა ნასოსი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლია გუდაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლია გუდაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ლია გუდაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)