ლია ელიავა
იერსახე
ლია ელიავა | |
---|---|
დაბადების სახელი | ლია ელიავა |
დაბადების თარიღი |
28 მაისი, 1934 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1998 (64 წლის) თბილისი, საქართველო |
აქტიური | 1956–1998 |
მეუღლე(ები) | ოთარ კობერიძე |
ლია შალვას ასული ელიავა (დ. 28 მაისი, 1934, თბილისი ― გ. 8 ოქტომბერი, 1998, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებდენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (ნინო) რეჟ. დავით რონდელი
- 1956: „ბაში-აჩუკი“ (მზისა და მთვარისა)
- 1957: „ქალის ტვირთი“ (ქეთევან ახატნელი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1958: „მამლუქი“ (ზეინაბი) რეჟ. დავით რონდელი
- 1959: „განაჩენი“ (ნანი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1960: „შეწყვეტილი სიმღერა“ (ელიკო გელოვანი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1960: „ირისთონის შვილი“ (ანა ცალიკოვა)
- 1961: „ჭიაკოკონა“ (ირმა) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1962: „საღამო მშვიდობისა“ (ანა)
- 1964: „ზღვის შვილები“ (ლეილა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (ქეთო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (მელიტა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1967: „მალე გაზაფხული მოვა“ (ნატო) რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1968: „ბზიანეთი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1969: „ძმები საროიანები“ (თაკუ)
- 1972: „თეთრი ქვები“ (მარიამი)
- 1972: „მე და ჩემი მეზობლები“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
- 1973: „ლაზარეს თავგადასავალი“ (დედინაცვალი) რეჟისორები ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (დვალი — გამომძიებელი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (კოწია ერისთავის მეუღლე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1975: „სალამურის ხმა“ (საიალი)
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარ ვარ“ (მხატვარი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „სინემა“ (ელენე) რეჟ. ლიანა ელიავა
- 1976: „იყო და არა იყო რა“ (ირმისა) რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (თიკო ორბელიანი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1981: „მოხუცი მემანქანე“ რეჟ. თენგიზ გოშაძე
- 1981: „იცოცხლე გენაცვალე“ (მერი) რეჟისორები თამაზ გომელაური, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
- 1982: „სიბრძნის კარავი“ (ჯამბაზი) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1982: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (მსახიობი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1983: „წიგნი ფიცისა“ (დედოფალი თინათინი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1984: „ჩიორა“ (ნიკას დედა) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1985: „ვინ არის მეოთხე?“ (თემურის დედა) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1985: „ოჯახი“ (გურანდა) რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1985: „ბაგრატიონი“ რეჟისორები ყარამან (გუგული) მგელაძე, გიული ჭოხონელიძე
- 1986: „ორომტრიალი“ (რუსუდანი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1987: „Как дома, как дела?“
- 1990: „სპირალი“ (ანა გიორგაძე) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1992: „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ რეჟ. მარინა წურწუმია
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (მონაზონი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 642.