შინაარსზე გადასვლა

ლორნეტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1909 წლის ვერცხლის ლორნეტი

ლორნეტი — სათვალეების ნაირსახეობა, პენსნესგან განსხვავდება მაფიქსირებელი მოწყობილობის არქონით: ლინზების წყვილი ჩარჩოში, დაფიქსირებულია სახელურზე. XVIII საუკუნის დასასრულის — XIX საუკუნის დასაწყისის პოპულარული აქსესუარი, ფუნქციით შეესაბამება თეატრის ბინოკლს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით გამოგონილია 1780 წელს, ჯორჯ ადამსის მიერ.

ერთ-ერთი აზრის თანახმად, ლორნეტი XV საუკუნეში გაჩნდა, მისი წარმოშობის ისტორია დაკავშირებულია ჩვეულებრივი სათვალეების „თავდაყირა“ დაყენებასთან. სათვალეების გადაყირავება, რომელთა პატარა რკალი, როგორც წესი, ქვემოთ იყო მოღუნული, საჭირო იყო მისი როგორც სახელურად გამოყენებისთვის[1].

სხვა აზრით ლორნეტი ინგლისელი ოპტიკოსის ჯორჯ ადამსის გამოგონებაა, რომელიც 1780 წელს გაჩნდა, როგორც სათვალეების არისტოკრატიული ვარიანტი მათი ჭერისთის განკუთვნილი დამატებითი სახელურით. ლორნეტების პირველ მოდელებში გამოიყენებოდა ლითონის ჩარჩო მრგვალი ღიობებით ლინზებისთვის, რომელნიც ნახევრწრით იყვნენ შეერთებულნი ცხვირზე მოხერხებულად განთავსებისთვის. ხელში საჭერად კი მას სახსრის მეშვეობით უმაგრდებოდა სახელური. 1818 წელს დაიწყო დაკეცვადი ლორნეტების დამზადება, რომელნიც პატარა ბერკეტის მეშვეობით იღებოდა და იკეტებოდა. მოგვიანებით ავტომატურად გახსნადი და დაკეცვადი ლორნეტები გაჩნდნენ, რომელნიც მოქმედებაში ზამბარაზე დაწოლით მოდიოდნენ[2].

  • ვიქსიკონის ლოგო ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ლორნეტი
  • ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, გვ. 278, თბილისი, 1986