შინაარსზე გადასვლა

ლუი ბრაილი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ბრაილი

ლუი ბრაილი (ფრანგ. Louis Braille; დ. 4 იანვარი, 1809, კუვრე — გ. 6 იანვარი, 1852, პარიზი) — ფრანგი ტიფლოპედაგოგი. 3 წლისა დაბრმავდა. 1829 წელს შეიმუშავა მთელ მსოფლიოში დღემდე ხმარებული ე.წ. ბრაილის შრიფტი, რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტი უსინათლოთათვის. ბრაილი ნიჭიერი მუსიკოსიც იყო, უსინათლოებს ასწავლიდა მუსიკას. პირველი წიგნი რომელიც დაიწერა ბრაილის შრიფტით, იყო „საფრანგეთის ისტორია“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]