მალო
მშობ. სახელი: ინგლ. Malo | |
---|---|
მალოს მდებარეობა ვანუატუში | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 15°41′ ს. გ. 167°10′ ა. გ. / 15.683° ს. გ. 167.167° ა. გ. |
ფართობი | 180,0 კმ² |
სიგრძე | 17 კმ |
სიგანე | 13 კმ |
უმაღლესი წერტილი |
326 მ მთა მალო |
ვანუატუ | |
პროვინცია | სანმა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 4279 (2009) |
სიმჭიდროვე | 23,772 ად. /კმ² |
მალო (ადრე ცნობილი იყო, როგორც წმინდა ბარტოლომიუს კუნძული) (ინგლ. Malo) — კუნძული ახალი ჰებრიდების არქიპელაგის შემადგენლობაში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას. ადმინისტრაციულად შედის სანმას პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის მეორე სახელია — ურე-ნამარანდა (ბისლამას ენა — Ure-namaranda)[1].
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული მალო მდებარეობს ახალი ჰებრიდების არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, ჩრდილოეთით 3 კმ-ში მდებარე კუნძულ ესპირიტუ-სანტოსა და სამხრეთით მდებარე კუნძულ მალეკულას შორის. უახლოესი მატერიკი — ავსტრალია მდებარეობს დაახლოებით 1200 კმ-ში[2].
კუნძულ მალოს აქვს შერეული ვულკანური და მარჯნული წარმოშობა[2]. კუნძულის გარშემოწირულობა შეადგენს დაახლოებით 55 კმ-ს, სიგრძე — 17 კმ-ს, სიგანე — 13 კმ-ს[3], კუნძულის ფართობია — 180,0 კმ². კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — მთა მალო (326 მეტრი).
კლიმატი კუნძულ მალოზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3000 მმ-ს[2]. კუნძულზე ხდება ხშირი ციკლონები და მიწისძვრები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულ მალოზე ნაპოვნია ყველაზე ადრეული ადამიანთა დასახლება ახალ ჰებრიდებზე: კუნძულის დასახლება დაიწყო დაახლოებით 3500 წლის წინ ლაპიტას კულტურის წარმომადგენლების მიერ[4]. კუნძულ მალოს პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ფრანგი მოგზაური ლუი ანტუან დე ბუგენვილი, რომელიც კუნძულზე გადავიდა 1768 წელს[3].
1906 წლის მარტში კუნძული მალო, როგორც ახალი ჰებრიდების არქიპელაგის სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[5].
1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული მალო გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009 წელს კუნძულ მალოს მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 4279 ადამიანი[6].
ტამამბოს ენა — ავსტრონეზიული ენების ერთ-ერთი სახელია, რომელზეც ლაპარაკობს კუნძულის მოსახლეობა[7].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მთავარი პროდუქციაა — პლანტაციებში მოყვანილი კოპრა და კაკაო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [კუნძულის საიტი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-15. ციტირების თარიღი: 2014-11-12. კუნძულის საიტი. (ინგლისური)]
- ↑ 2.0 2.1 2.2 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-13. ციტირების თარიღი: 2014-11-12.
- ↑ 3.0 3.1 [John Search. კუნძული მალო. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-05. ციტირების თარიღი: 2014-11-12. John Search. კუნძული მალო. (ინგლისური)]
- ↑ McLean, R. S. A. Preaching Christ in the New Hebrides. Provocative Pamphlets No. 26. Melbourne: Federal Literature Committee of Churches of Christ in Australia, 1957. — გვ. 18
- ↑ Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
- ↑ 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-12.
- ↑ Etnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)