მარკ ბლოკი
მარკ ბლოკი | |
---|---|
ფრანგ. Marc Bloch[1] | |
დაბ. თარიღი | 6 ივლისი, 1886[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | 2nd arrondissement of Lyon[12] [11] |
გარდ. თარიღი | 16 ივნისი, 1944[12] [13] [2] [5] [14] [6] [7] [8] [9] [10] (57 წლის) |
გარდ. ადგილი | სენ-დიდიე-დე-ფორმანი[15] [16] [13] |
დასაფლავებულია | Le Bourg-d'Hem |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[17] [1] |
საქმიანობა | ისტორიკოსი[18] [9] [1] , მედიევისტი[1] , პროფესორი[1] , ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი[19] , ლექტორი და უნივერსიტეტის პროფესორი[20] |
მუშაობის ადგილი | სტრასბურის უნივერსიტეტი[1] , პარიზის უნივერსიტეტი და მონპელიეს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლუი დიდის ლიცეუმი, პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ლაიფციგის უნივერსიტეტი და სტრასბურგის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Henri Brunschwig |
მამა | გუსტავ ბლოკი |
შვილ(ებ)ი | ეტიენ ბლოხი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[21] , საბრძოლო ჯვარი 1914–1918, დაიღუპნენ საფრანგეთისთვის, საბრძოლო ჯვარი 1939–1945 და აჯანყების მედალი[22] |
გავლენა მოახდინეს | |
მარკ ბლოკი (ფრანგ. Marc Léopold Benjamin Bloch; დ. 6 ივლისი, 1886, ლიონი — გ. 16 ივნისი, 1944, სენ-დიდიე-დე-ფორმანი) — ებრაული წარმოშობის ფრანგი ისტორიკოსი. იგი ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომელიც ეხება დასავლურ ევროპულ ფეოდალიზმს, აგრარულ ურთიერთობებს საფრანგეთში და ისტორიის მეთოდოლოგიის ზოგად პრობლემებს. ლუსიენ ფევრთან ერთად დააარსა ჟურნალი „ანალები“ (1929). არის ასევე ანალების სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიმართულებისა, რომელმაც ისტორიულ მეთოდოლოგიაში გადატრიალება მოახდინა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლოკი დაიბადა ისტორიის პროფესორის გუსტავ ბლოკის ოჯახში, დედა-სარა ებშტეინ ბლოკი. 1903 წელს წარმატებულად დაამთავრა ლუდოვიკ დიდის სასწავლებელი, პარიზში, 1908 წელს უმაღლესი ნორმალური სკოლა, სადაც სწავლობდა 1904 წელს. 1905-1906 წლებში გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ფონტებლოში.
1908-1909 წლებში გაიარა სრულყოფილების კურსი ისტორიასა და გეოგრაფიაში, ლაიპციგსა და ბერლინში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიით. 1909-1912 წლებში ტიერას ფონდის სტიპენდიატი იყო, თანამშრომლობდა გრანესთან და ლუი ჟერნესთან. 1912-1914 წლებში ასწავლიდა ისტორიას და გეოგრაფიას მონპელიეს და ამიენის სკოლებში. 1913 წელს ჩნდება მისი პირველი მონოგრაფია.
1914-1918 წლებში იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, რომელიც დაამთავრა კაპიტნის წოდებით, დაჯილდოებული იყო ჯვრით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, ოთხჯერ გამოუცხადეს მადლობა არმიაში მსახურობისას. იყო დაჭრილი, მძიმედ იავადმყოფა.
1919 წლიდან ასწავლიდა შუა საუკუნეების ისტორიას სტრასბურგის უნივერსიტეტში. 1920 წელს პარიზში დაიცვა დისერტაცია. 1936-1937 წლებში ჯერ დოცენტად, შემდეგ კი ექსტრაორდინარულ პროფესორად მუშაობდა სორბონის უნივერსიტეტში.
1939-1940 წლებში მონაწილეობდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საბრძოლო მოქმედებებში. 1940-1942 წლებში ასწავლიდა საფრანგეთის ოკუპირებული ოლქებში.
1943 წლიდან მიიღო მონაწილეობა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1944 წელს გესტაპომ დააპატიმრა, თუმცა მან გმირულდ გაუძლო ყველა წამებას და არ დააბეზღა თანამოაზრეები. იმავე წლის 16 ივნისს პატრიოტების ჯგუფთან ერთად დახვრიტეს. ბლოკის უკანასკნელი სიტყვები იყო: „გაუმარჯოს საფრანგეთს!“ „მე ებრაელი ვარ,-წერდა ბლოკი,-მაგრამ ამაში ვერ ვხედავ ვერც სირცხვილის და ვერც სიამაყის მიზეზს. ვიცავ ჩემს წარმომავლობას: ანტისემიტის წინაშე“.
მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია: „Delixit veritatem“ (მას უყვარდა ჭეშმარიტება).
მეუღლე-სიმონა ვიდალი; ჰყავდათ ექვსი შვილი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლოკი დამაჯერებლად პასუხობს შეკითხვას: არის თუ არა ისტორია ჭეშმარიტი მეცნიერება. მისი აზრით, ისტორიული კვლევის საგანი არის ადამიანი დროში. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ცნობიერება არ არის ერთნაირი დროის განმავლობაში, არამედ იცვლება გარე ფაქტორებით.
ბლოკს ახლებურად ჰქონდა წარმოდგენილი ისტორიული მეცნიერების მნიშვნელობა. მეცნიერს აინტერესებდა ისტორიის ხანგრძლივი პერიოდები და მისი სიღრმისეული მიმდინარეობები. იგი უპირატესობას ანიჭებდა არა თხრობით დოკუმენტებს, რომლებიც სუბიექტივიზმით გამოირჩევა, არამედ წარსულის სხვა ელემენტებს: მატერიალური კულტურის ნივთებს, ცვლილებებს, რომლებიც ენებმა, რიტუალებმა, ტრადიციებმა დროთა განმავლობაში განიცადეს; ფოლკლორს, ტოპონიმიკას.
მეცნიერის შემეცნების არეალი გაფართოებული იყო ცოდნის სხვასფეროებთან ურთიერთობითაც, როგორიცაა გეოგრაფია, დემოგრაფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ამგვარად გამდიდრებული ისტორია უნდა ყოფილიყო, ბლოკის აზრით, მთავარი გამაერთიანებელი მეცნიერება ადამიანის შესახებ.თავის გამოკვლევებში ბლოკი ფართოდ იყენებდა შედარებითი ისტორიის მეთოდს, ადარებდა რა სხვადასხვა ქვეყნებისა და რეგიონების მონაცემებს. ამ მეთოდის გამოყენებით იგი ადგენდა კვლევის ობიექტის საერთო ტიპურ ნიშნებს და იმავდროულად გამოყოფდა მის თავისებურებასა და განსხვავებულობას.მარკ ბლოკი ეკონომიკური, კერძოდ აგრარული ისტორიის სპეციალისტი იყო, მაგრამ ამასთანავე სწავლობდა ადამიანის ცნობიერების პრობლემებსაც. ამასთან, მისი ყურადღების ინტერესს შეადგენდა არა ადამიანის აზრის უმაღლესი მიღწევები, არამედ სამყაროს ხედვა ხალხთა ყველაზე ფარო მასების თვალით. ის ისწრაფოდა გარკვეულიყო მასობრივ ცნობიერებაში: რელიგიურ წარმოდგენებსა და ქცევით ნორმებში, ბუნებასა და ინტიმისთან დამოკიდებულებაში.
1924 წელს გამოაქვეყნა ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი Les rois thaumaturges: étude sur le caractère surnaturel attribué à la puissance royale particulièrement en France et en Angleterre. მან მოაგროვა, აღწერა და შეისწავლა ძველი ტრადიციის დოკუმენტები, რომელიც შეეხებოდა შუა საუკუნეების მეფეებს, რომლებსაც შეეძლოთ სკროფულას მკურნალობა დაავადებულ ადამიანზე ხელის შეხებით. ამ ტრადიციას აქვს ფესვები მეფეების მაგიურ როლზე ძველ საზოგადოებაში. ბლოკის ამ ნამუშევარმა მოახდინა დიდი ზეგავლენა არა მარტო შუა საუკუნეების საზოგადოების ისტორიაში, არამედ კულტურულ ანთროპოლოგიაშიც.
ბლოკის მნიშვნელოვანი ნამუშევარი ცენტრირებულია ფეოდალიზმის შესწავლაზე. 1939 წელს მან გამოაქვეყნა გრძელი ნამუშევარი. სხვამხრივ, მისი ყველაზე ინოვაციური ნამუშევარი არის მისი 1931 წლის მონოგრაფი ფრანგული სასოფლო ისტორია.
1941-1942 წლებში ბლოკი წერდა თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომს: „ისტორიის აპოლოგია“, რომლის დასრულებაც ვერ მოახერხა. ტექსტი მისი სიკვდილის შემდეგ, 1949 წელს გამოქვეყნდა. ნაშრომში ბლოკი ეხება ისტორიის მეცნიერებისთვის მთავარ კითხებს, რა არის ისტორია, თავისი თეორიებით, მეთოდოლოგიით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამეცნიერო ენით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვ.მ დალინი, XIX—XX საუკუნეების საფრანგეთის ისტორიკოსები, М.: მეცნიერება, 1981. — გვ. 328, 16000 ეგზ.
- ჟ. ლეგოფი, Предисловие // Короли-чудотворцы : Очерк представлений о сверхъестеств. характере королев. власти, распростран. преимущественно во Франции и в Англии / Пер. [с фр.] и коммент. В. А. Мильчиной, Яз. рус. культуры, 1998, გვ. 11-58, ISBN 5-7859-0057-2.
- მ. თორია - მარკ ბლოკი - შესავალი თანამედროვე აზროვებაში. ტომი II - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018 - გვ. 156 - 161 - ISBN 978-9941-18-278-5
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bibliothèque nationale de France Record #118923821 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 2.0 2.1 Fink C. K. Encyclopædia Britannica
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ Bischoff G., Foessel G., Baechler C. Nouveau dictionnaire de biographie alsacienne / Fédération des sociétés d'histoire et d'archéologie d'Alsace — 1982. — 4434 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 9.2 BeWeB
- ↑ 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 11.0 11.1 birth certificate
- ↑ 12.0 12.1 Блок Марк // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
- ↑ Mémoire des hommes — 2003.
- ↑ LIBRIS — 2013.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118659081 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.museedelaresistanceenligne.org/personne.php?id=4430
- ↑ Qu'est-ce que l'histoire contemporaine ? — Hachette, 1998. — გვ. 70. — ISBN 2-01-145072-1
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ Mémoire des hommes — 2003.
- ↑ 23.0 23.1 https://www.ipl.org/essay/Durkheims-Impact-On-History-PKUVQRHESJPR