მწვანე ტბა
იერსახე
მწვანე ტბა | |
---|---|
მწვანე ტბა | |
კოორდინატები: 41°40′29″ ჩ. გ. 42°29′58″ ა. გ. / 41.674722° ჩ. გ. 42.499444° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2058 მ |
ფართობი | 0,05 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 19,4 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
მწვანე ტბა — ტბა საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილიდან 6 კილომეტრში,[2] ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². მაქსიმალური სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი. ტბას წიწვოვანი და წიფლის ხემცენარეები აკრავს, სწორედ ამიტომაა, რომ წყალს მწვანე ელფერი აქვს. წყალი სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის.[3] მწვანე ტბა საუკეთესო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და წყლის ველოსიპედებით ტბაზე გასეირნებისთვის.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 121.
- ↑ 2.0 2.1 მწვანე ტბა | ხულოს მუნიციპალიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-08. ციტირების თარიღი: 2020-12-21.
- ↑ აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 265.